სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ზოგადი განათლება და სასკოლო პროექტები - რა თანახა გამოყო თბილისის მერიამ 2026 წლისთვის ბიუჯეტიდან
29-11-2025
-
+


ზოგადი განათლების და სასკოლო პროექტების ხელშეწყობისთვის დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში 142 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი. სასკოლო პროექტების და მოსწავლეთა ინიციატივების ხელშეწყობისთვის 100 200 ათასი ლარი, ხოლო სასკოლო ფესტივალების, ფორუმების, კონკურსებისა და ოლიმპიადებისთვის 42 ათასი ლარი.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, წინასწარი გათვლებით დაფინანსებულ პროექტებში ჩართული იქნება 1000-მდე სკოლის მოსწავლე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ბავშვები და მოზარდები. ტურნირებსა და ოლიმპიადებში კი 500-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

ქვეპროგრამის მიზანია საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობის გზით მოსწავლეთა ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზება, რაც ითვალისწინებს სასკოლო სასწავლო გეგმითა და ეროვნული სასწავლო გეგმის დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას, მოსწავლეთა ჩართვას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებში. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება საინიციატივო ჯგუფების, სასკოლო კლუბების, მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერა, რომელთა სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სკოლის მოსწავლეები და ზოგადი განათლების ხელშეწყობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთათვის უზრუნველყოფილი იქნება განათლების ხელმისაწვდომობა "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მოხდება საერთაშორისო და ადგილობრივ საგანმანათლებლო კონკურსებში, ტურნირებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობის ხელშეწყობა. სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით და ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება ფესტივალები, ფორუმები, გამოფენები, კონფერენციები, ტრენინგ-სემინარები, ჰაკათონები.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება