სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პატიმარი სტუდენტები - რომელ უნივერსიტეტში სწავლობენ და რა მიმართულებებზე
01-10-2018
-
+


საქართველოს მასშტაბით უმაღლეს განათლებას დღესდღეობით 15 მსჯავრდებული იღებს. როგორც etaloni.ge -ს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, მსჯავრდებულთა ნაწილი ბაკალავრიატზე სწავლობს, ნაწილი კი - მაგისტრატურაზე.

უწყების ინფორმაციით მხოლოდ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა 16-მა მსჯავრდებულმა და სამმა ბრალდებულმა მიიღო. მათმა ნაწილმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა და უმაღლეს სასწავლებლებშიც ჩაირიცხნენ. მსჯავრდებული სტუდენტები სხვადსხვა სახელმწიფო უნივერსიტეტებში ბიზნესის, ფილოსოფიის, პოლიტიკის მეცნიერებებსა და სხვა მიმართულებებზე სწავლობენ.

„2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა 16-მა მსჯავრდებულმა და 3-მა ბრალდებულმა მიიღო. უმაღლესში ჩაირიცხა 8 მსჯავრდებული, ხოლო სწავლის გაგრძელების სურვილი შვიდმა მსჯავრდებულმა გამოთქვა“, - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა.

მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით პატიმართა შორის, 2 მაგისტრატურის სტუდენტია, დანარჩენები კი ბაკალავრიატის სტუდენტები არიან. მათი არჩევანი კი შემდეგ მიმართულებებსა და უნივერსიტეტებზე შეჩერდა:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის სკოლისა და ფილოსოფიის მიმართულება;

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - სამშენებლო-სატრანსპორტო და აგრონომიის მიმართულება;

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი; 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი -პოლიტიკის მეცნიერებები.

ასევე, მიმდინარე სასწავლო წელს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას განაგრძობს ის 8 მსჯავრდებული, რომლებიც წინა წლებში ჩაირიცხნენ შემდეგ უმაღლესებში: 

ილიას სახელწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

როგორ ხდებიან მსჯავრდებულები სტუდენტები და რა პირობები აქვთ მათ განათლების მისაღებად


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება