სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ ხდებიან მსჯავრდებულები სტუდენტები და რა პირობები აქვთ მათ განათლების მისაღებად
29-08-2018
-
+


საქართველოს კანონმდებლობა სრულფასოვანი განათლების მიღების უფლებასა და საშუალებას ყველა მსურველს აძლევს. მათ შორის გამონაკლისი არც პენიტენციალური  დაწესებულებაა, სადაც მოთავსებული მსჯვარდებულები, ასაკისდა მიუხედავად, სურვილის შემთხვევაში, სასკოლო და უმაღლეს განათლებას იღებენ. 

როგორც Etaloni.ge-ს Naec-დან აცნობეს, 2018 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო სულ 16 მსჯავრდებული, გამოცდებში მონაწილეობა კი 15-მა მიიღო.

პატიმრებისთვის საატესტატო გამოცდები პენიტენციალური დაწესებულების ტერიტორიაზე ტარდება, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, აკადემიური პერსონალის თანდასწრებით. ხოლო მისაღებ გამოცდებს მსჯავრდებულები საგამოცდო ცენტრებში, ბადრაგის თანხმლებით აბარებენ. ამ დროს ოთახი კონკრეტულად მსჯავრდებულებისთვისაა განკუთვნილი, მათი რაოდენობის მიუხედავად. დასასრულს, პატიმრები პენიტენციალურ დაწესებულებას ასევე ბადრაგის თანხმლებით უბრუნდებიან. 

„მსჯავრდებულები საგამოცდო ცენტრებში ბადრაგის თანხლებით მოდიან. ცალკე სექტორში თავსდებიან და ბადრაგი მათ თვალს ადევნებს. მათთვის აბსოლუტურად იდენტური ტესტები და პირობებია.“-განუცხადა Etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძემ.

მსჯავრდებულების მიერ არჩეული ფაკულტეტების იდენტიფიცირება, ან თუნდაც გამოცდებზე მიღებული ქულების გასაჯაროება, მათივე ანონიმურობის დაცვის გამო არ ხდება, შესაბამისად, სტატისტიკა- უფრო ხშირად რომელ სპეციალობას ანიჭებენ პენიტენციალური დაწესებულების მკვიდრნი უპირატესობას, ცნობილი არ არის. 

გამოცდების ჩაბარების შემდეგ, აბიტურიენტ მსჯავრდებულებს განათლების მიღება ნებისმიერ იმ სპეციალობაზე შეუძლიათ, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ არის ყველასთვის განსაზღვრული. ისინი სწავლას პენიტენციალურ დაწესებულებაში აგრძელებენ, სპეციალური ელექტრონული პროგრამის დახმარებით, რომელიც განათლების სამინისტროს მიერ კონკრეტულად ამ სისტემისთვის შეიქმნა. 

კანონმდებლობით, პენიტენციალური დაწესებულების მკვიდრთათვის განათლების მიღება სხვადასხვა ფორმით ხორციელდება, მათ შორის აკადემიური პერსონალის პირდაპირი კავშირიც იგულისხმება (რა დროსაც პერსონალი პენიტენციალურ დაწესებულებაში შედის), გათვალისწინებულია ე.წ. პირდაპირი ტელეხიდი - ინტერნეტის საშუალებით ლექციების მოსმენა და ასევე, ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია. 

საქართველოს კანონმდებლობით, უმაღლესი განათლების მიღება შეუძლიათ შემდეგი ტიპის მსჯავრდებულებს: გათავისუფლებისთვის მომზადებულ მსჯავრდებულს, დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებულს და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულს. პენიტენციალურ დაწესებულებაში მყოფი სტუდენტები განათლების სრულფასოვნად მისაღებად ყველა საჭირო რესურსით არიან უზრუნველყოფილნი. მათ კვლევების ჩატარებაც კი შეუძლიათ, ბუნებრივია, კანონით დადგენილ ფორმებში, პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით. სურვილის შემთხვევაში, მათ, როგორც დანარჩენ  სტუდენტებს, შეუძლიათ საბუთები სხვა უნივერსიტეტში გადაიტანონ, ასევე, მიიღონ სახელმწიფო დაფინასება და სტიპენდია.

მსჯავრდებულებს განათლების მიღების უფლება ეზღუდებათ იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური პატიმრობის მოხდა უწევთ, ან სამარტოო საკანში თავსდებიან. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება