სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ცვლილებები იგეგმება საატესტატო სისტემაში? -სკოლის გამოცდები შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს
28-09-2018
-
+


საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის ცნობით, სკოლის გამოსაშვები გამოცდები შესაძლოა, 4-მდე შემცირდეს.

ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ჯაშის თქმით, შესაძლოა, გამოიყენონ ევროპული ქვეყნების გამოცდილება, სადაც გამოცდები ოთხ ძირითად საგანში ბარდება - მშობლიურ ენაში, მათემატიკაში, უცხო ენასა და ერთ არჩევით საგანში.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე, აღნიშნა, რომ საგამოცდო ტესტები 2019 წელს არ გართულდება.

„მიხეილ ბატიაშვილმა დააანონსა გადაწყვეტილება, რომ 2020 წლისთვის რადიკალურად შეიცვლება საატესტატო სისტემა. რაც შეეხება საგამოცდო ტესტების გართულებას 2019 წელს, ეს გამორიცხულია. აბიტურიენტებს შეუძლიათ მშვიდად გააგრძელონ მომზადება როგორც სკოლის, ასევე უნივერსიტეტების ეტაპისთვის. ძალიან მიხარია, რომ მიხეილ ბატიაშვილის ხედვა ემთხვევა იმ ხედვას, რომელიც ორი წლის წინ საატესტატო გამოცდების ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით გავაჟღერე და ჩვენ ამაზე ერთად ვიმუშავებთ.

ცალსახად ვფიქრობ, რომ რაოდენობრივად ძალიან ბევრი გამოცდაა, თან გარკვეულ კონფლიქტში მოდის კონკრეტული გამოცდები - სკოლის დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლემ შეიძლება ჩააბაროს იგივე გამოცდები, რასაც ეროვნულ გამოცდებზე აბარებს, ეს კი ახდენს დუბლირებას და ჯანსაღი პროცესი არ არის.

როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით პირველად გავაჟღერე, საზოგადოების მხარდაჭერა მოჰყვა, თუმცა წინააღმდეგობა წამოვიდა სპეციალისტების მხრიდან. ამის შემდეგ გავეცანი სკანდინავიის ქვეყნების, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებას, უმეტეს ქვეყნებში საატესტატო გამოცდები არის 4 საგანში - მშობლიურ ენაში, მათემატიკაში, უცხო ენასა და ერთ არჩევით საგანში. 8 საგანი, რომელიც ჩვენთან მოსწავლის ცოდნის განმსაზღვრელია და ბავშვები გამოცდებს აბარებენ, პრაქტიკულად, არცერთ ქვეყანაში არ გვხვდება. სულ მცირე, საატესტატო გამოცდების რაოდენობა შესამცირებელი გვაქვს. შემდეგ როგორ მოხდება არსებული დუბლირებების შემცირება და უმაღლესი სასწავლებლების მისაღები გამოცდების დონეზე რა ცვლილებებს შევიტანთ, არსებობს გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ არ მინდა წინასწარ გავაჟღერო, რადგან საკითხი მსჯელობას მოითხოვს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„ჩატარებულ გაკვეთილებზე ორიენტირებული სახელფასო პოლიტიკა ავაწყვეთ... 1600-1700 ლარია პედაგოგის ანაზღაურება საშუალოდ“

საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები განახლდა - ცვლილებები საქართველოს მთავრობის დადგენილებაში

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს გამარჯვებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება