სიახლეები
სიახლეები

გაერთიანდება თუ არა სკოლის გამოსაშვები და ეროვნული გამოცდები - „აბიტურიენტებისთვის სატანჯველი არ უნდა იყოს“
20-09-2018
-
+


სკოლის გამოსაშვები და ეროვნული გამოცდები შესაძლოა 2020 წლამდე გაერთიანდეს.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა Etaloni.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, აბიტურიენტებისთვის გამოცდები სატანჯველი არ უნდა  იყოს და სკოლადამთავრებულმა უნდა შეძლოს ცოდნის გამოყენება.

„შესაძლოა, ანუ როგორ გითხრათ, ეს არის განათლების მინისტრის დაანონსებული. მინისტრმა თქვა, რომ 2020 წლამდე გადაიხედება ეროვნული გამოცდები. უნდა დასხდნენ ჯგუფები, განათლების სამინისტრო იქნება თუ პარლამენტის განათლების კომიტეტი და ერთი საერთო პროდუქტი დაიდოს, რომელიც მიმართული იქნება ბავშვისკენ, ძირითადად აბიტურიენტებისთვის, რომ მათთვის ბარიერები რაღაც დამატებითი სატანჯველი კი არ იყოს, არამედ შემეცნებისთვის იყოს განხორციელებული მზაობა. 

ბავშვს გამოცდის კი არ უნდა ეშინოდეს, არამედ უნდა იყოს შემეცნებისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მცოდნე და ამ ცოდნის გამომყენებელი ადამიანი გვყავდეს ჩვენ და არა დიპლომიანი, რომელსაც არ აქვს სამუშაო“,-აღნიშნა მან.

გენადი მარგველაშვილის თქმითვე, ეროვნულმა გამოცდებმა 2006 წლიდან დიდი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ კორუფცია აღმოფხვრილიყო განათლების სისტემაში, თუმცა, აღნიშნულმა გამოცდებმა ისეთი შაბლონური სახე მიიღო, რომ ბავშვებს ზოგად უნარებშიც კი მომზადება სჭირდებათ.

„ამ გამოცდებმა 2006 წლიდან ძალიან დიდი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ რაღაცა დონეზე კორუფციული სისტემა აღმოფხვრილიყო. ვფიქრობ, რომ ტესტური გამოცდები ზოგადად ისეთი უნდა იყოს, რომ ბავშვის უკეთესი მხარეები აღმოაჩინოს. შესაბამისად მიუთითოს თუ სად სჯობს მისი შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, როგორი უნდა იყოს სტილის მიმართულება, უნდა იყოს ხელოვნების მიმართულება, ჰუმანიტარული მიმართულება, თუ რა. დაახლოებით ამ ტიპის გამოცდა უნდა იყოს.

რაც შეეხება თუ  რა არ მომწონს, არ მომწონს სიმრავლე და ის, რომ ვთქვათ, გამოცდამ იმ ტიპის შაბლონური სახე მიიღო, რომ უნარებშიც კი დაიწყეს ბავშვებმა მომზადება. გამოცდები უნდა იყოს შემოწმება იმისთვის, თუ რა ისწავლა ბავშვმა სკოლაში. ისეთი გამოცდა არ უნდა იყოს, სადაც დაჯდები რაღაცას დაიზეპირებ, გახვალ გამოცდაზე მიიღებ შედეგს, რომელიც არ ასახავს შენს ცოდნას, არამედ ასახავს იმას, რომ რაღაც დაიზეპირე“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

მასწავლებლებისა და სპეცმასწავლებლების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები გამოქვეყნდა

საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო იმსჯელებს ცნობილია

- ახალმთვარეობა - ახალი მთვარის ენერგია ითვლება ახალი დასაწყისისა და სურვილების ჩასაფიქრებლად ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელად.

გადაამზადებენ თუ არა ლექტორებს? - მინისტრის მოადგილის პასუხი კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პროექტის პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს

მწერალმა მოსწავლეები წიგნებითა დაასაჩუქრა

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება