სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილი: უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესები დახვეწას საჭიროებს
20-09-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესები დახვეწას საჭიროებს. ამიტომ ამ მიმართულებით პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

მინისტრის თქმით, პროცესის ხარვეზების შესახებ სამინისტრო ინფორმაციას უნივერსიტეტებიდან იღებს, რის თაობაზეც რამდენიმე დღის წინ რექტორებთან იმსჯელა. კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან კვლავ გაგრძელდება.

მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ სისტემის გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა, რომლებმაც დიდი სამუშაო გაწიეს და მომავალშიც, პროცესის დახვეწაში უზარმაზარ წვლილს შეიტანენ. ექსპერტთა ჩართულობით კი გამართულ, შედეგზე ორიენტირებულ, მაღალი ხარისხის სისტემას მივიღებთ. 

არსებული პროცედურები არ უნდა ატარებდნენ მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს. მეტიც, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უნივერსიტეტებს, რომ გამოასწორონ ხარვეზები და დაგეგმონ განათლების ხარისხის ამაღლების გზები. ყოველივე ეს კი კეთდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ჩვენი განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება