სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ცნობილი ადამიანები - მათი ცრურწმენები და რიტუალები
05-09-2018
-
+


ცნობილები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ჩვენსავით იღვიძებენ, ასრულებენ ყოველდღიურ რიტუალებს, სძინავთ და გააჩნიათ გრძნობები. მათი ცხოვრება სიურპრიზებით და მოულოდნელობებითაა სავსე და არცაა გასაკვირი, რომ უცნაური ამბების სჯეროდეთ. 

მათ პირადი რიტუალები და ცრურწმენები გააჩნიათ, რომლებიც არც ჩვენთვისაა უცხო, პირიქით, ამ მსგავსების აღმოჩენა მათთან უფრო მეტად გვაახლოებს და მათ ადამიანურობას გვაგრძნობინებს. 

კოკო შანელი და ციფრი 5 - როგორც ამბობენ, მან თავის ცნობილ სუნამოს სახელი მას შემდეგ დაარქვა, რაც მკითხავმა უთხრა, რომ მისი იღბლიანი ციფრი 5 იყო. მის ბინაში ბროლის სასანთლე იდგა, რომელსაც 5-იანის ფორმა ჰქონდა. ისიც ცნობილია, რომ კოკო შანელს თავისი კოლექციების წარდგენა 5 მაისს  (წელიწადის მეხუთე თვეს) უყვარდა. მას სჯეროდა, რომ ასე მისი პრეზენტაცია უფრო იღბლიანი იქნებოდა.



პაბლო პიკასო და საკუთარი პიროვნება - ესპანელი მხატვარი თავის ძველ ტანსაცმელს, მოჭრილ თმას და ფრჩხილებს ინახავდა, იმის შიშით, რომ მათი გადაყრით საკუთარ არსს დაკარგავდა. მოკლედ რომ ვთქვათ, პიკასო პიკასოს აგროვებდა და ინახავდა, სხვადასხვა პრინტიანი გამოსახულებებით დაწყებული და კერამიკის დეკორაციებით დამთავრებული. 



ჩარლზ დიკენსი - სახით ჩრდილოეთისკენ - ინგლისელი მწერალი სადაც არ უნდა წასულიყო, ყოველთვის თან დაჰქონდა კომპასი და სახით ჩრდილოეთისკენ იძინებდა. ეს რიტუალი, მისი აზრით, შემოქმედებით და წერით უნარებს აუმჯობესებდა. 



სალვადორ დალი და ესპანური ხის ნატეხი - ესპანელი სიურეალისტი მხატვარი ცხოვრების ბოლომდე გულის ჯიბით ესპანური ხის პატარა ნატეხს ატარებდა, რათა ბოროტი სულები დაეფრთხო. ის საკუთარ თავს ძალზედ ცრუმორწმუნედ მიიჩნევდა, რომლის ცხოვრებაც ნახატების მსგავსად სიურეალიზმით იყო გაჯერებული. 



ფრიდა კალო და მცენარეები - ამბობენ, რომ ფრიდას ძალიან უყვარდა მცენარეები და მებაღეობა. მისთვის მათი მოვლა ხატვასთან ერთად ყოველდღიური რუტინა იყო. კალო საკუთარ სახლში სხვადასხვა მცენარეს ახარებდა და მათ სათობით უვლიდა. კარგად მოვლილი ბაღი მისთვის ინსპირაციის წყარო იყო და არცაა გასაკვირი, რომ მისი სახატავი ადგილი სწორედ ბაღს გადაჰყურებდა. 



სტატიაში გამოყენებულია ილუსტრაციები და ამონარიდები ელენ ვაინშტაინის წიგნიდან „რეცეპტები კარგი იღბლისთვის“, 2018, გამოქვეყნებული Chronicle Books-ის მიერ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

კონკურსს აქტიურად შეუერთდნენ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები

დირექტორს ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალზე მადლობის სიგელი გადაეცა

სკოლაში ულოცავენ მოსწავლეს წარმატებას და წინსვლასა და განვითარებას უსურვებენ

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება