სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

როდის უნდა გაუშვათ ბავშვი ტრანსპორტით მარტო - სასარგებლო რჩევები დედებს
28-08-2018
-
+


გაშინებთ შვილის მეზობელ ქუჩაზე გადასვლა და მითუმეტეს, ტრანსპორტით გაშვება მარტო?
მაშინ მოგვყევით და Etaloni.ge - სთან ერთად შეიტყვეთ, როდის არის თქვენი პატარა მზად დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის.


მნიშვნელობა არ აქვს ბავშვი 5 წლისაა თუ 8-ის, მთავარია, მისი მზაობა და ყურადღება პირველი ნაბიჯების გადადგმისას.  

თუ მას ქვემოთ ჩამოთვლილი თვისებები ახასიათებს, ესე იგი, უნდა შეემზადოთ შვილის მარტო გასაშვებად:

  • აქვს ორიენტაციის უნარი და შეუძლია დროის სწორად განსაზღვრა;

  • არ აშინებს ხალხმრავლობა და არ იბნევა უცხო გარემოში;

  • არ ერიდება უცხო ადამიანისთვის კითხვით მიმართვა;

  • იცის ტრანსპორტში მოქცევის წესები: გაჩერება, ბილეთის აღება...

  • შეუძლია მობილური ტელეფონის გამოყენება და იცის საკუთარი მისამართი.

ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია მარშრუტის სირთულე და გზის უსაფრთხოება.

თუ ბავშვს რამდენიმე ტრანსპორტის შეცვლა და მოუწესრიგებელ გზებზე გადასვლა უწევს, სჯობს, დროებით გადადოთ მისი მარტო გაშვება. მიჰყევით მას და საკუთარი თავი და შვილიც შემდეგი კუთხით შეამზადეთ:

წინასწარ დაგეგმეთ და განსაზღვრეთ მარშრუტი, სად უნდა გაჩერდეს, რა ნომერ ტრანპორტს დაელოდოს, რამდენ გაჩერებაში ჩამოვიდეს, რასთანაა დანიშნულების ადგილი ახლოს.

თავდაპირველად, თავად უჩვენეთ ეს გზა და გადაადგილების წესები მუდმივად უმეორეთ. 

ბუნებრივია, რომ ღელავთ, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ შვილის მარტო გაშვება და ბავშვებს ნუ მოახვევთ თავს საკუთარ შიშებს. სწორად შეამზადეთ დამოუკიდებელი ნაბიჯების გადასადგმელად და საკუთარი სიმშვიდისთვის მობილური აპლიკაცია და GPS-ი გამოიყენეთ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება