სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი კონსულტანტ-მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს აცხადებს
15-08-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლის პოზიციაზე კონკურსს აცხადებს.

კონკურსის ფარგლებში 43 ვაკანსიაზე 12 საგნის სპეციალისტი შეირჩევა. შერჩეული კანდიდატები აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის საჯარო სკოლებში განაწილდებიან.

კონსულტანტ-მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობა იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შესაბამისი საგნის სწავლება, არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა, რაც მოიცავს საგნობრივი წრის შექმნას, დამატებითი გაკვეთილის ჩატარებას, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას. გარდა ამისა, კონსულტანტ - მასწავლებელმა უნდა იზრუნოს როგორც საკუთარ, ისე ადგილობრივი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე.

კონკურსში მონაწილების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ - ერთ ქვემოთ მოცემულ პირობას:

  • ფლობდეს მასწავლებლის დამადასტურებელ სერტიფიკატს შესაბამის საგანში;
  • ფლობდეს შესაბამისი საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ ცნობას;
  • ფლობდეს 60 კრედიტიან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს;

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ბარის შორეულ საჯარო სკოლებში.

დაინტერესებული პირებს ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ HR.GOV.GE-ზე საძიებო სისტემაში (ვაკანსიის ძებნა) დამსაქმებლის ველში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მითითებით.  



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება