სიახლეები
ყველაზე პოპულარული


10 საუკეთესო ქვეყანა მარტო მოგზაურობისთვის
23-08-2018
-
+


მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ბევრი ადამიანის ოცნებაა. სხვადასხვა გეოგრაფიული წერტილიდან გადაღებული ფოტოები და ვიდეოები ვის არ აღუძრავს ჩემოდნის ჩალაგებისა და გამგზავრების სურვილს. 

ის მღელვარება, რაც მოგზაურობას სდევს თან, ეკრანზე ბოლომდე ვერ გამოისახება და ამიტომ, ეს შეგრძნებები თავად უნდა გამოსცადოთ. 

მოგზაურობა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად კარგია, მაგრამ სულ სხვა გრძნობაა, როცა მარტო იპყრობ მწვერვალებს და ეკრანზე ნანახ საყვარელ ადგილებს რეალურად აღიქვამ. 

ვებგვერდმა boredarticles.com-მა ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც მარტომ უნდა იმოგზაუროთ, უსაფრთხოების, კულტურისა და ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის მიხედვით დაალაგა. 

მაშ ასე, სოლო მოგზაურობისთვის საუკეთესო ქვეყნების ათეული: 

1. ბალის კუნძულები, ინდონეზია - ქვეყნებს შორის ყველაზე იაფი ქვეყანა. იცხოვრებთ კომფორტულ ოთახებში, სადაც სამჯერადი კვება და რამდენიმე ბოთლი ლუდი, მხოლოდ 25 დოლარად გექნებათ. უფრო მეტიც, თუ ჩრდილოეთით გადაწყვეტთ წასვლას, უფრო იაფადაც მოახერხებთ ცხოვრებას და ე.წ შოპინგს. 

2. შოტლანდია - ვისკი, ლანდშატფი, ველური ბუნება და სტუმართმოყვარე მოსახლეობა ხდის ამ ქვეყანას მიმზიდველად. ბუნებაში გასვლა ტურისტებს საშუალებას აძლევს დაათვალიერონ შოტლანდიის საოცარი მთები, მდინარეები და კემპინგი შუაგულ ტყეში. 

3. იტალია - ზეთისხილის ხეები, უძველესი ქალაქები და ფართო პლაჟები, იტალია ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი დანიშნულების ადგილია. იქ სტუმრობისას არ დაგავიწყდეთ მდიდრული ღვინოსა და ღვინოში დამზადებული ბარბექიუს გასინჯვა. ალბათ, სწორედ ამის გამოა, რომ ნებისმიერ დროს იტალიის ქალაქები ტურისტებითაა სავსე. 

4. ვიეტნამი - ვიეტნამის გარეუბანი ან დედაქაალქი ჰანოე სწორედ ის ადგილებია, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ულამაზესი პეიზაჟები, მეგობრული ადგილობრივები, იაფი საკვები (აუცილებლად მიირთვით Bun Cha) და ტრანსპორტის ხელმისაწვდომი მომსახურება - ტაქსები მხოლოდ 10 დოლარად წაგიყვანთ ყველგან, სადაც მოისურვებთ. 

5. საფრანგეთი - საფრანგეთი მხოლოდ ეიფელის კოშკი არაა, მერე რა, რომ ღამით მართლაც ულამაზესია. ნახეთ ნოტრ-დამი და მისი შემოგარენი, რომელიც ამდენი წლის მერეც ინარჩუნებს ინტრიგას, დაათვალიერეთ მსოფლიო ომების იარაღების სრული კოლექცია და კარგი, მაინც ნახეთ ეიფელი.

6. სამხრეთ აფრიკა - სარ-ში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) ყველაზე ცნობილი და პოპულარული ქალაქი იოჰანესბურგია. ის ცნობილია, როგორც ოქროს ქალაქი, რომელიც ითვლება მოგზაურობის, თავგადასავლების და ვაჭრობის ცენტრად. ქალაქიდან დაახლოებით 400-მდე კილომეტრში მდებარეობს კრუგერის ეროვნული პარკი, რომელიც აფრიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილია. 

7. ტაილანდი - როგორც კი ტაილანდს ვახსენებთ, ყველა საუბრობს ბანგკოკზე, მაგრამ ავიწყდებათ ისეთი ქალაქები, როგორიცაა ჩანგ მაი, პატაია, ჩიანგრაი და პი პის კუნძულები. ჩანგ მაის მარტოდ მოგზაური ტურისტი აუცილებლად ეწვევა. ეს უძველესი ბუდისტური ქალაქია, რომელიც მე-13 საუკუნეში აშენდა და თავდაცვისთვის აშენებული კედლები იცავს. 

8. მაროკო -
მაროკო გთავაზობთ ძალიან ბევრ ღირშესანიშნაობას, რომლებზეც ისტორიის წიგნებში კითხულობდით და ქარავნები, რომლებმაც სულ ახალხანს გადმოიარეს საჰარას უდაბნო. შეიძლება გაგიმართლოთ და თქვენც გაემგზავროთ უდაბნოში, სადაც შეგიძლიათ ტანჯერში, მალაბატას სანაპირო ნახოთ. 

9. თურქეთი - თურქეთი არის ქვეყანა, სადაც ბევრი რამის ნახვა და შეგრძნება შეგიძლიათ. აქ არის ბევრი სავაჭრო ცენტრი, მუზეუმები და საჰაერო ტური კაპადოკიაში. ეს უკანასკნელი ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურსიტულ მარშრუტად ითვლება მსოფლიოში. 

10. ახალი ზელანდია - გინახავთ ფიორდლანდი? ესაა ერთ ადგილზე შეგროვებული მთების კოლექცია, რომელიც განსაკუთრებით ალპინიზმის მოყვარულ მოგზაურებს იტაცებს. ახალი ზელანდია - ეს ახალი მსოფლიოა. აქ ხალხი არ ცნობს კლასობრივ განსხვავებებს და თავისუფლად ურთიერთობს ყველასთან. 

იხილეთ ასევეყველაზე საშიში და სახიფათო ქვეყნები სამოგზაუროდ

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

„განსაკუთრებით ვულოცავ მოსწავლეებს მასწავლებლებს, მეცნიერებს... ქრისტე აღდგა!“

დაე, მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა მოგვანიჭოს მტკიცე რწმენა, ერთსულოვნება და გონიერება!.. - საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე

ქრისტე აღდგა! - ETALONI.GE გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

თამაში საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

პროექტის დახმარებით პირველკლასელები უკეთ გაიაზრებენ ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მნიშვნელობას

საინტერესო

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება