| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

12 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს, რომელსაც მორწმუნეები ტრადიციული პასქითა და წითლად შეღებილი კვერცხით შეეგებებიან სიტყვებით: „ქრისტე აღდგა“. ბევრ ოჯახში ტრადიციული ნუგბარის საოცარი სურნელი უკვე დატრიალდა, რადგან ღრმად სწამთ, რომ პასქა დიდ ხუთშაბათამდე უნდა გამოცხვეს.
რატომ? - საეკლესიო ტრადიციით მიჩნეულია, რომ დიდ ხუთშაბათამდე სამზადისი უნდა დასრულდეს, რადგან დიდი ხუთშაბათის საღამოდან იწყება ვნების შვიდეულის ყველაზე მძიმე დღეები - წითელი პარასკევი და დიდი შაბათი, რომლებიც მხოლოდ ლოცვასა და მსახურებას ეთმობა.
etaloni.ge-სთან, ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ხელმძღვანელი, დეკანოზი დანიელი (სოლომონიძე) აღნიშნავს, რომ „პასქას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს... ისევე როგორც წითლად შეღებილ კვერცხს... ესაა ტრადიციები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საღმრთო ცხოვრებას - პირიქით, ისინი ალამაზებენ რელიგიურ დღესასწაულებს...
შეიძლება თუ არა სხვა დროს ამ ნუგბარის გამოცხობა? - რა თქმა უნდა! თუმცა ადამიანებს ფსიქოლოგიური მომენტი აქვთ - ამბობენ, რომ სააღდგომოდ გამომცხვარ პასქას განსხვავებული გემო აქვს და განსაკუთრებით გემრიელია...“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი