სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„განსაკუთრებით ვულოცავ მოსწავლეებს მასწავლებლებს, მეცნიერებს... ქრისტე აღდგა!“
12-04-2026
-
+


დღეს, 12 აპრილს მართლმადიდებლები მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ. განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს, მეცნიერებს... ულოცავს ამ დღეს. etaloni.ge მის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

იესო ქრისტეს აღდგომა იმედის, სიყვარულისა და სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა. ეს დღე თითოეულ ჩვენგანს, გვმატებს ძალას, უკეთესი მომავლის რწმენითა და ერთმანეთისადმი თანადგომით, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს გამთლიანებასა და გაძლიერებაზე.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განსაკუთრებით ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს.

ეს დღესასწაული კიდევ ერთხელ გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ისეთი ღირებულებების ჩამოყალიბება, როგორებიცაა ურთიერთპატივისცემა, ერთობა და სოლიდარობა. განათლების სისტემაში ჩვენ სწორედ ეს ფასეულობები უნდა გავაძლიეროთ. მჯერა, ერთობლივი ძალებით გავაგრძელებთ ძლიერი სახელმწიფოს შენებას და დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ.

დღეს თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ უდიდეს დანაკლისს - კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარეშე აღვნიშნავთ აღდგომის დღესასწაულს. თუმცა, ამავდროულად, უდიდეს იმედს გვაძლევს იმაზე ფიქრი, რომ საქართველომ, ჩვენი უწმინდესის სახით, ზეციური მფარველი შეიძინა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ. ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ. დაე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულმა თითოეულ ოჯახში შეიტანოს სითბო, სიყვარული და კეთილდღეობა. ქრისტე აღდგა!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება