სიახლეები


ანიმე - იაპონური კულტურის უნიკალური ფენომენი
07-08-2018
-
+


იაპონური ანიმაცია ანუ ანიმე, როგორც დანარჩენი მსოფლიო ვიცნობთ, ინგლისური სიტყვისგან „animation“ წარმოიშვა. იაპონიის ფარგლებს გარეთ ანიმე იაპონიაში შექმნილი ანიმაციის აღსანიშნავად გამოიყენება და განსხვავდება სხვა ქვეყნის ანიმაციური ფილმებისგან, რომლებიც ძირითადად ბავშვებისთვისაა შექმნილი. 

ანიმეს თემების საკმაოდ ფართო არჩევანი გააჩნია ყველა ასაკის მაყურებლისთვის, რის გამოც მსოფლიოში საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ანიმეს სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსის - მანგას ან კომპიუტერული თამაშის სიუჟეტზე. 

ანიმეს კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი მისი ხატვის სტილია - ის შეიძლება დახატული იყოს როგორც ხელით, ასევე კომპიუტერით. 

ანიმე XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა, როდესაც იაპონიაში კინოინდუსტრია ჩაისახა. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან კი ის ნელ-ნელა იაპონური კულტურის ერთ-ერთ მთავარ ნაწილად იქცა. პირველი, დღეისთვის ცნობილი ანიმე „მოძრავი სურათები“, 1907 წელს შეიქმნა. ის წარმოადგენდა სამწამიან ჩანახატს მეზღვაურ ბიჭზე. ამ პერიოდში ნამუშევრების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა მეთოდით იქმნებოდა, მათ შორის ცარცით, ფირზე ხატვით, ქაღალდის ჭრით და ასე შემდეგ. 

პირველი ადამიანი, რომელმაც დისნეის სტილიზაცია გამოიყენა ანიმეების შექმნისთვის, ოსამუ ტეძუკა იყო. ეს სტილი გულისხმობდა არაპროპორციულად დიდი თვალების გამოყენებას, რითაც პერონაჟი საკუთარ ემოციას გამოხატავდა. ოსამუ ტეძუკა თანამედროვე ანიმეს ფუძემდებლად ითვლება. 

თავიდან ანიმეს სიუჟეტები ბავშვებზე იყო გათვლილი, დროთა განმავლობაში კი მისი სიუჟეტები დაიხვეწა და განხილული პრობლემებიც გართულდა. გაჩნდა ნამუშევრები, რომლებიც მოზრდილებშიც არანაკლები პოპულარულობით სარგებლობდა. 

ამჟამად, ანიმე წარმოადგენს უნიკალურ კულტურულ ფენომენს, რომელშიც მრავალი ჟანრია გაერთიანებული. 

რით განსხვავადება ანიმე სხვა ანიმაციური ფილმებისგან? 

პირველ რიგში, მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სიუჟეტის ღრმა დამუშავება და შესრულების მაღალი ხარისხია. ანიმეები იქმნება აუდიტორიის მოთხოვნის შესაბამისად. დაყოფის კრიტერიუმებში კი შედის ასაკი და სქესი, ასევე მისი ფსიქოლოგიური ტიპი. ეს ყველაფერი კი გავლენას ახდენს ანიმეს სიუჟეტზე, იდეებსა და შესრულების სტილზე. 

მეორე განმასხვავებელი ნიშანი, ხატვის სტილია. ანიმეს პერსონაჟებზე საუბრისას პირველი რაც ახსენდებათ, არაპროპორციულად დიდი თვალებია. სინამდვილეში, თვალები გამოირჩევიან არა იმდენად სიდიდით, არამედ დეტალიზაციით, სახის სხვა ნაწილებთან შედარებით. 

ანიმეს პერსონაჟებს უჩვეულო ფერის თმები და ექსტრავაგანტული ვარცხნილობები ახასიათებთ. თავიდან ეს მეთოდი იმისთვის გამოიყენებოდა, რომ მაყურებლებს პერსონაჟები ერთმანეთისგან გაერჩიათ. თანამედროვე ანიმეებში კი, სადაც ტექნოლოგიები უმცირესი დეტალების დამუშავების საშუალებას იძლევა, ეს უფრო ტრადიციის საკითხია. ამის გარდა, თმების ფერი ხშირად პერსონაჟის ხასიათს გამოხატავს. 

ძალიან საინტერესოა ანიმეებში ემოციების გადმოცემის ტექნიკა. ტრადიციული მეთოდების გარდა, როგორიცაა სახის მიმიკების შეცვლა, იაპონელები სხვა ხერხებსაც იყენებენ, რომელიც ხშირად კომიკური და გაზვიადებულია. მაგალითად, გაბრაზებულ პერსონაჟს თვალებში ცეცხლი ენთება, უხერხულ სიტუაციაში მოხვედრილ ან დაბნეულ პერსონაჟს თავზე გიგანტური ოფლის წვეთი უჩნდება, შოკირებული პერსონაჟი ქვად გადაიქცევა და ასე შემდეგ. 

და ასევე, ცალკე გამოსაყოფია ხატვის სტილი - ჩიბი, რომლის გამოყენებითაც პერსონაჟებს არაპროპორციული თავით და დიდი თვალებით ხატავენ. ჩიბი სტილს ძირითადად კომედიურ სიტუაციებში იყენებენ. 

ისევე როგორც კინემატოგრაფიაში, ანიმეშიც ემოციების გამოსახატავად და მაყურებელზე ზემოქმედების მოსახდენად, ხმა და მუსიკა გამოიყენება. ანიმეს ტრანსლაციის დასრულების შემდეგ აუცილებლად გამოდის ანიმეს საუნდტრეკები, ამიტომ სიმღერებს ანიმესთვის ცნობილი ჯგუფები და კომპოზიტორები წერენ. 

ანიმეს საუნდტრეკებისთვის დამახასიათებელია ასევე ე.წ. „თემატური მუსიკა“ - როცა რაიმე მოვლენისას ან პერსონაჟის გამოჩენისას ისმის შესაბამისი მუსიკა. 

რაც შეეხება ხმას, ანიმეს სპეციალური მსახიობები ახმოვანებენ, რომლებიც იაპონიაში „სეიუს“ სახელით არიან ცნობილი. დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, ეს პროფესია იაპონიაში ძალიან პოპულარული და განვითარებულია, რის გამოც ანიმეს გახმოვანება სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმების გახმოვანებასთან შედარებით მაღალი ხარისხით და პროფესიონალიზმით გამოირჩევა.

ანიმე ნებისმიერი ჟანრის არსებობს. კატეგორიების მიხედვით ანიმე იქმნება ცალკე მამაკაცებისთვის, ქალებისთვის, მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის. თემატიკის მიხედვითაც ანიმეს საკმაოდ ფართო არჩევანი აქვს და ნებისმიერი მსურველს შეუძლია მათი ნახვა. 

ანიმეს ბევრი გულშემატკივარი და მაყურებელი საქართველოშიც ჰყავს. შექმნილია ორი ვებ-გვერდი, სადაც მოყვარულებს ქართულად ნათარგმნი ანიმეების ყურება შეუძლიათ და სხვებს საკუთარ აზრს უზიარებენ. 

მალე - ცნობილი, პოპულარული და აუცილებლად სანახავი ანიმეები 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები
საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება