სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , წიგნები

„რაფერ ხარ? როის ჩამოი? როის მიხვალ?“...
14-08-2018
-
+


„მსოფლიო ორ ნაწილად იყოფა – გურულები და დანარჩენი“ – ასე იწყება წიგნი, რომელიც 2014 წელს საქართველოს ეროვნული ბესტსელერი გახდა. ავტორის მეგობრის ეს ფრაზა წიგნის სავიზიტო ბარათად იქცა, თვითონ წიგნი კი „გურულ დღიურებად“.

„გურული დღიურები“ ანუ დოკუმენტური პროზა ავტორის, გიორგი კეკელიძის მოგონებების, შეგრძნებების და გურულების მიერ მოთხრობილი მრავალი ისტორიისგან შედგება. კეკელიძე ოთხი თვე მოგზაურობდა გურიაში და იწერდა ძველი თუ ახალი გურულების წეს-ჩვეულებებს, ტრადიციებს, ყოფას, ცხოვრებას, ისტორიას, რიტუალებს და ასე შემდეგ.

სანამ წიგნად გამოიცემოდა, პატარ-პატარა ისტორიები ინტერნეტსივრცეში ქვეყნდებოდა. დროთა განმავლობაში ბევრი დაწერილი და ბევრი დაუწერელი დაგროვდა და ამიტომაც ავტორს  „გურული დღიურების“ გამოცემის იდეა გაუჩნდა.

„გურია პატარა, მაგრამ ღარიბი მხარეა“ – ამბობს ავტორი და თან დასძენს, რომ ეს პარადოქსია. წიგნში სხვა ბევრ პარადოქსსაც შეხვდებით. მაგალითისთვის ერთი მონაკვეთის მოყვანაც კმარა -  „მიუხედავად კრიმანჭულისა, გურიაში ტირილი უფრო უყვართ, ანუ დატირება. ხოლო დაკრძალვის რიტუალში ნამდვილად არის კარნავალურობის მიმზიდველი სიჭარბე. ხშირად ვხლებივარ ჭირისუფალს ერთი სოფლიდან მეორეში და მინახავს ქალების საოცარი მეტამორფოზა – საწებლის რეცეპტიდან მოთქმა-ვაებაზე მომენტალურად გადასვლა. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ორივე მდგომარეობა (საწებელი და ვაი-ვიში) ჩემთვის არნახულად ბუნებრივია. სწორედ ეს არის გურულების პარადოქსი“.

წიგნში ბევრი იუმორია, მაგრამ  ტკივილნარევი იუმორი. ავტორის მოგონებები მის ბავშვობასთან, სოფელთან და გურულებთან ძირითადად მხიარულ, მაგრამ სევდიან ისტორიებს უკავშირდება. ეს ისაა, რაც ყოველ ჩვენგანს, ვინც სოფელში გავიზარდეთ, გვიგრძნია. წიგნის თითოეულ გვერდზე შეგვიძლია ჩვენ-ჩვენი სოფლების ამბები ამოვიკითხოთ და პერსონაჟებშიც ჩვენი მეზობელი მზია, ეთერი თუ ნაპო ამოვიცნოთ.

იუმორს კი ავტორი შემდეგნაირად ხსნის – „გურიას, ალბათ, ისიც განასხვავებს, რომ მთელი ეს გაჭირვება, რაღაც თვალსაზრისით, გადაიტანონ იუმორით, რომელიც გურული ცხოვრების თანმდევია, მაგრამ ეს არ არის სასაცილო ამბები ან კურიოზები, ეს უფრო არის საკუთარი თავისთვის იმის დაძალება, რომ ცხოვრებას შეხედო მხიარული თვალით“.

ჩვენი ბავშვობის წლებში კი ყველას გვიწევდა ცხოვრებისთვის მხიარული თვალით შეგვეხედა, ამიტომაც აქ უცხო არაფერია. პირიქით, „გურული დღიურები“ არა მარტო გურულების, არამედ მთლიანი საქართველოს სარკეა.

კითხულობ ისტორიებს და გიჩნდება ძლიერი გრძნობა სიახლოვის, სიამაყის, სიცილის და ტირილის. კეკელიძე წერს ისე, როგორც სხვები უყვებოდნენ ისტორიებს და ჩვენც ვუსმენთ გურული გლეხების ამბებს გათხოვებაზე, ცოლის მოყვანაზე, ნადზე, სიმინდზე და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება რომ ეს უცხო იყოს ჩვენთვის?

„გურული დღიურები 1“ – სგან განსხვავებით უფრო მეტი „გიორგი კეკელიძე“ იგრძნობა მეორე ნაწილში. წიგნი, რომელიც ავტორმა მამას მიუძღვნა და წიგნი, რომლის წაკითხვაც ცრემლების გარეშე გაგიჭირდებათ. პატარა წიგნი, პატარა კრებული, ავტორის დაკვირვებებით და გამოცდილებით, ახლობელი გარემოთი და მონატრებით, რომლითაც სავსეა წიგნის ფურცლები.

რამ განაპირობა „გურული დღიურების“ ასეთი პოპულარულობა? – ამაზე ავტორი შემდეგნაირად პასუხობს – „ეს წიგნი არის გაზიარების წიგნი საკუთარი გამოცდილებისა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სხვის ემოციებს ემთხვევა“.

და ავტორის და მკითხველის ემოციები ერთმანეთს დამეთხვა. უკვე მეორედ.

ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კი არა მგონია გურული ვინმეში აგვერიოს. არც იმ სამი მისტიკური კითხვის დასმისას გავოცდებით, რომლის ამოცნობაც ავტორს დღემდე არ უნდა და არც ის მოგვეჩვენება პარადოქსად რატომ დადიან გურულები კახელებივით ზღვაზე.

და მაინც „რაფერ ხარ? როის ჩამოი? როის მიხვალ?“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება