სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ტუჩ-პირზე კოცნით ბავშვის დასნეულების რისკი არსებობს
14-08-2018
-
+


როდესაც ბებიები, ბაბუები, დეიდები და ბიძები ბავშვს პირველად ხედავენ ერთიმეორის მიყოლებით ხელში აჰყავთ, ეხუტებიან და კოცნიან, მაგრამ შესაძლოა, სიყვარულის ასეთმა გამოხატვამ ჩვილის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. 

ექიმები აღნიშნავენ, რომ ბავშვის ტუჩ-პირზე კოცნით დასნეულების რისკი არსებობს.

სპეციალისტების თქმით, კოცნით ბავშვი, შესაძლოა, დასნეულდეს დაავადებებით, რომელიც  კონტაქტით გადადის.

პირველ რიგში ეს არის ჰერპესის ვირუსი, ასევე რესპირატორული და ნაწლავური ინფექციები (სალმონელა, ნაწლავური ჩხირი და დიზენტერია). ამიტომ ექიმი ინფექციონისტები არ იძლევიან ბავშვის სახესა და ტუჩებში კოცნის რეკომენდაციას. მათი თქმით, სხეულის ეს ნაწილები ინფექციისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა. არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე ინკურნება თუ არა ჰერპერსი. ორ­გა­ნიზ­მში მოხ­ვედ­რი­ლი ვირუ­სი იქ სა­მუ­და­მოდ რჩე­ბა. დროის უმეტესი ნაწილი ჰერპესი მიძინებულ მდგომარეობაშია და თავს არ იჩენს, მაგრამ პერიოდულად მწვავდება და კლინიკურ სიმპტომებს იწვევს.

ჰერ­პეს­ვირუ­სე­ბის დიდი ოჯა­ხი არ­სე­ბობს, მაგრამ ბავშვისთვის მარ­ტი­ვი ჰერპესიც კი სახიფათოა და შესაძლოა, ლეტალური შედეგიც მოჰყვეს. საქმე ის არის, რომ ჰერპესი - ნეიროტროპული ვირუსია. ანუ, მას შეუძლია თავის ტვინის ქსოვილის დასნეულება, რომელიც იმუნური უჯრედებით არ არის დაცული. ექიმების თქმით, თუ მკურნალობას დროულად არ დავიწყებთ, მაშინ ბავშვი ფაქტობრივად განწირულია.

რა თქმა უნდა, ამან დედის სითბოსა და სიყვარულის გამოხატვაში ხელი არ უნდა შეუშალოს, უბრალოდ, მშობელმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს სახეზე კოცნას.

მომზადებულია letidor.ru-ს მიხედვით. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება