სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

რა პროფესიაზე ოცნებობდნენ სკოლის დირექტორები ბავშვობაში - წარმატებული მენეჯერები ბავშვობის სურვილებს იხსენებენ
01-08-2018
-
+


ხშირად ოცნებებში სულ სხვანაირი მომავალი წარმოგვიდგება ხოლმე, თუმცა ცხოვრება დროის სვლასთან ერთად სულ სხვაგვარად ვითარდება. Etaloni.ge დაინტერესდა რა პროფესიაზე ოცნებობდნენ სკოლის დირექტორები ბავშვობაში და წარმატებული მენეჯერებისგან მათი ახდენილი და აუხდენელი ოცნებების შესახებ შეიტყო:

ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ ჩხიკვაძე:

„ახალგაზრდობაში ჯარისკაცობაზე ვოცნებობდი. მინდოდა, ჩემი საზღვრები და ხალხი დამეცვა, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო ეს სურვილი ვერ ავისრულე. უნივერსიტეტში ჩავაბარე და ინჟინერ-მშენებელი გავხდი. სკოლაში სულ შემთხვევით მოხვდი, რუსული ენის პედაგოგი სჭირდებოდათ და რადგან საგანს კარგად ვფლობდი, ეს ადგილი შემომთავზეს. ასე შემოვრჩი მასწავლებლობას, შემდეგ კარგად გავერკვიე საგანმანათლებლო სივრცეში და დირექტორიც გავხდი.“

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო ქუთათელაძე:

„ბავშვობიდან მასწავლებლობაზე ვოცნებოდი, მინდოდა კარგი პედაგოგი გავმხდარიყავი და გავხდი კიდეც. გეოგრაფიის მასწავლებელი ახლა უკვე დირექტორი ვარ. მისაბაძი პიროვნება ჩემთვის დედა იყო, რომელიც მათემატიკის ასწავლიდა.“

ნერგეეთის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა გურგენაძე:

„დედა საამაყო პედაგოგო იყო და მეც, მასწავლებლის ოჯახში გაზრდილს, ბავშვობიდან მიტაცებდა ეს პროცესია. ოცნება ავიხდინე, მათემატიკის მასწავლებელი და სკოლის დირექტორი გავხდი.“

სათემოს საჯარო სკოლის დირექტორი მანელი წეველიძე:

„ყოველთვის მასწავლებლობა მინდოდა, მომწონდა თუნდაც ჟურნალის შევსებითა და გაკვეთილის ახსნის პროცესი. არაჩვეულებრივი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მყავდა, მაია საბაშვილი, რომელმაც ჩემს პიროვნულ და პროფესიულ ჩამოყალიბებაზე დადებითი გავლენა მოახდინა.“

შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო სადრაძე: 

„ბავშვობაში ადვოკატობაზე ვოცნებობდი, მინდოდა, ხალხის დამცველი ვყოფილიყავი. ეს სურვილი ოჯახური პირობების გამო სრულად ვერა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც ავისრულე. პედაგოგობაში სამართლიანობა და თანასწორობა, თითოეული ბავშვის დაცვაზე ზრუნვა არანაკლებ მნიშვნელოვანია. საოცარი მასწავლებელი მეტია ჭანუკვაძე დაწყებით კლასებში მასწავლიდა, საოცარი იუმორით, სითბოთი და სიკეთით იყო დაჯილდოვებული, ალბათ, მისი სიყვარული ქვეცნობიერად იმდენად გამომყვა, რომ თავადაც მასწავლებელი გავხდი.“

ორცვის საჯარო სკოლის დირექტორი რემზი თურმანიძე:

„ინჟინრობა მინდოდა, მაგრამ პედაგოგიურზე მოვხვდი და ქიმია-ფიზიკის მასწავლებელი გავხდი. 35 წლის განმავლობაში იმდენად შევისისხლხორცე ეს პროფესია, რომ მის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება. ასე რომ, ბავშვობის აუხდენელ ოცნებაზე გული არ მწყდება.“

დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დირექტორი ლევან ვერულიძე:

„ბავშვობაში იურისტობაზე ვოცნებობდი, ვერასდროს ვიტანდი უსამართლობასა და ჩაგვრას. ეს სურვილიც ავისრულე, პროფესიით იურისტი ვარ.“

თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ კობახიძე:

„ბავშვობაში ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, თუმცა სპორტი მაშინ დიდ ფინანსებთან იყო დაკავშირებული და ამის საშუალება არ იყო. გული კი მწყდება, მაგრამ ოცნება გარკვეულწილად ავისრულე, სტუდენტობის დროსაც ვთამაშობდი და ვუზიარებ ბავშვებს ჩემს გამოცდილებას. მათემატიკის მასწავლებელი მყავდა დავით ბექაური, რომელმაც მომავალი პროფესიის არჩევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.“  

თეთრიწყაროს ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ წიკლაური:


„მეხუთე კლასამდე პოლიცია მინდოდა ვყოფილიყავი. მას შემდეგ რაც სკოლაში ისტორიის სწავლა დავიწყეთ, წარსულის ამბებმა გამიტაცა, თუმცა მასწავლებლობაზე არასდროს მიფიქრია. ისტორიკოსი გავხდი და ერთ დღესაც სკოლაში მუშაობა შემომთავაზეს, მას შემდეგ, წლებია, ეს საქმე საყვარელ პროფესიად იქცა.“ 

ქუთაისის N3 საჯარო სკოლის დირექტორი თეიმურაზ ჭაბუკიანი: 


„კალათბურთელობაზე ვოცნებობდი. იმ დარბაზში ვვარჯიშობდი, სადაც დიდი კალათბურთელი, ზურაბ საკანდელიძე ვარჯიშობდა. სამწუხაროდ, ოცნება ვერ ავისრულე. მაგრამ ამ გადმოსახედიდან ისტორიკოსობითა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლობით ძალიან ბედნიერი ვარ, მიყვარს ჩემო სკოლა და საქმე.“

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლე მზია ფატარიძე:

„ბავშვობაში ექიმობა მინდოდა, რომ წამოვიზარდე მათემატიკის მასწავლებლობა გადავწყვიტე. ძალიან ძლიერი პედაგოგი, ციცო მჭედლიძე მასწავლიდა ამ საგანს და მისმა მიდგომებმა დიდი გავლენა იქონია ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაზე.“

დაბა ქედის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ თავდგირიძე: 

„პედაგოგების ოჯახში გავიზარდე და მომავალი პროფესია, ქიმიის მასწავლებლობა, ამ საქმის დიდმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა. თუმცა, ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი.“

პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ბიბილაშვილი:

„ხომ იცით როგორ ხდება ბავშვობაში? ხან მხატვრობა მინდოდა, ხან - კოსმონავტობა. საბოლოოდ, პროფესიით მშენებელი გამოვედი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი შევირთე ცოლად. მისი თხოვნით, ჩემი განათლებითა და რაც მთავარია, ღვთის წყალობით წარმატებით ჩავაბარე მასწავლებელთა გამოცდები და ხაზვის სწავლება დავიწყე სკოლაში, შემდეგ დირექტორი გავხდი და ბავშვებთან ურთიერთობისას მივხვდი, რომ ძალიან მყვარებია სასკოლო ცხოვრება და ჩემი საქმე.“

რატევანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხარაიშვილი:

„ბავშვობაში მასწავლებლობაზე ვოცნებობდი, რომ წამოვიზარდე აღმოსავლეობათმცოდნეობამ გამიტაცა. საბოლოოდ მაინც ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გავხდი, ჩემივე მასწავლებლისა და დედის რჩევით. იმდენად მიყვარს ბავშვები და მათთან ურთიერთობა, რომ, ვთვლი, ოცნება ამიხდა.“

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა 

ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში - დეტალები და ვადები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება