სიახლეები
სამასწავლებლო

„მასწავლებლის სახლში ხშირად ვკითხულობდით იმ დროისათვის აკრძალულ წიგნებს“ - როგორები იყვნენ დირექტორების საყვარელი მასწავლებლები
30-07-2018
-
+


გიფიქრიათ, რომ თქვენს დირექტორებსაც ჰყავდათ საყვარელი მასწავლებლები, მისაბაძი პიროვნებები, რომელთაგან მიღებულ გამოცდილებასა ახლა თქვენ გიზიარებენ?

Etaloni.ge საქართველოს სხვადასხვა სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა და სკოლის გამორჩეული მენეჯერებისგან მათი საყვარელი პედაგოგების პიროვნული თვისებები და პროფესიული მიდგომები გამოარკვია:

კირნათის საჯაროს კოლის დირექტორი 
მერი ცინცაძე:

„რუსული ენის პედაგოგი მიყვარდა გამორჩეულად, პალინა პაჩესიუკი, რომელიც პრინციპულობით, სიმკაცრითა და სამართლიანობით გამოირჩეოდა. თავისი საგნის არაჩვეულებრივი მცოდნე იყო და მთელ სულსა და გულს დებდა სწავლებაში.“

აქუცის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა დავითაძე:

„განსაკუთრებულად მახსენდება ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მერი დიასამიძე. თავისი პიროვნული თვისებებითა და პროფესიონალიზმით იდეალი იყო ჩემთვის, მან გადამაწყვეტინა, რომ ფილოლოგი გავმხდარიყავი. დღეისთვის სტანდარტული მიდგომაა, მაგრამ მაშინ მასწავლებლისგან უჩვეულო იყო, რომ თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად უდგებოდა და თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე აფასებდა. ყველას თანასწორად და ობიექტურად ექცეოდა. მახსოვს, ხშირად გვაწერინებდა თავისუფალ თემებს და ამ გზით, ჩვენი და ჩვენი მისწრაფებების უკეთ შეცნობას ცდილობდა. ქალბატონი მერი დღემდე წარმატებით კითხულობს ლექციებს.“

მახინჯაურის საჯარო სკოლის დირექტორი რამინ შავაძე:

„ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამაზ წულუკიძე, რეპრესირებული ოჯახის შვილი და დამსახურებული მასწავლებელი იყო. პროფესიონალიზმითა და არატრადიციულ გარემოში ჩატარებული გაკვეთილებით, ბუნებასა და მუზეუმში ახსნილი დავალებებით გამოირჩეოდა. მის სახლში ჩუმად ვკითხულობდით იმ დროისათვის აკრძალულ წიგნებს, „დათა თუთაშხიასა“ და „გველის პერანგს“. 

ინაშარიძეების საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ანანიძე:

„მათემატიკის მასწავლებელი მყავდა ზურაბ ანანიძე. ნამდვილი მამულიშვილი და საგნის საოცარი მცოდნე იყო, ძალიან საინტერესო გადმოცემის უნარი ჰქონდა. მიუხედავად იმისა რომ, მათემატიკა რთული საგანია, ყველანი კარგად ვსწავლობდით. სახალისო გაკვეთილები გვქონდა, სპექტაკლებსაც ვაწყობდით ციფრებზე და ჯერ კიდევ მაშინ, ტესტებს გვიდგენდა სავარჯიშოდ.“

გვარას საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ გოგმაჩაძე:

„ორი უძვირფასესი მათემატიკის მასწავლებელი მყავდა, მემედ ანანიძე და ავთანდილ ზოიძე. მათი დამსახურებაა, რომ მე დღეს სერთიფიცირებული და მათემატიკაზე შეყვარებული პედაგოგი ვარ. ორივე საქმისადმი თავდადებული, გადმოცემის უნარით დაჯილდოვებული და  მოსწავლეების სიყვარულით გამორჩეული იყო.“

ძენწმანის საჯარო სკოლის დირექტორი ცირა აბულაძე:

„გამორჩეულად მახსენდება ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთინო საფარიძე, რომლის სიყვარულითაც ფილოლოგობა გადავწყვიტე. საგნის მცოდნე და სამართლიანი, კომუნიკაბელური და მზრუნველი, ცოტა მკაცრი მასწავლებელი იყო. იმ დროისათვის უჩვეულო მეთოდებით გვასწავლიდა, როლურ თამაშებსა და დებატებს ვმართავდით. დიალოგის გაცვლა-გამოცვლასა და მოსმენის კულტურას ვიყალიბებდით.“

არხილოსკალოს საჯარო სკოლის დირექტორი მაია სიმონიძე:

„განსაკუთრებულად ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი სიზო გოგილაშვილი მიყვარდა. თბილი პიროვნება იყო, ზომიერად მკაცრი და სამართლიანი. რაც მთავარია, საკუთარი საქმის უბადლო მცოდნე.“

შუამთას საჯარო სკოლის დირექტორი ლეონინე სულაბერიძე:

„პედაგოგებს საზოგადოების საუკეთესო ნაწილთან გვიწევს მუშაობა. მასწავლებელს, პირველ რიგში, ბავშვები უნდა უყვარდეს, უმაღლეს დონეზე ფლობდეს საკუთარ საქმეს და ძალიან გაწონასწორებული უნდა იყოს. ახლა ჩემივე სკოლაში ვარ დირექტორი და ყველა გამორჩეული პედაგოგი გვერდით მყავს.“

ტობანიერის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ გეგიძე:

„მათემატიკა მიყვარდა განსაკუთრებით, საგანი პედაგოგებმა ვლადიმერ თევზაძემ და ამბროსი გოგოძემ შემაყვარეს. უბადლო მცოდნეები, ობიექტური და დისციპლინირებული ადამიანები იყვნენ.“

ხანის საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო დანაჩევი:

„მათემატიკას დამრიგებელი ლელა გეგეჭკორი მასწავლიდა. მისაბაძი პიროვნება იყო, ღირსეული, პროფესიონალი. მომთხოვნი გახლდათ, მაგრამ მეგობრული.“

ქვემო ნატანების საჯარო სკოლის დირექტორი ლავრო კოსტავა:

„დაწყებითი კლასების პედაგოგი მყავდა ეთერი მგელაძე, კეთილშობილი და ტაქტიანი ადამიანი იყო, ძალიან განათლებული და თბილი.“

დვაბზუს საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა წილოსანი:

„კომაროვში გრიშა წულაია მასწავლიდა მათემატიკას. ობიექტური, ურთიერთობებში დიპლომატიური უნარებით დაჯილდოვებული, პროფესიონალი იყო. ყოველთვის ითხოვდა მომზადებულ დავალებას, ამბობდა, რომ მათემატიკას მუდმივი ფეხის აწყობა სჭირდება, რადგან საკითხები ჯაჭვური რეაქციითაა გადაბმული. ვისურვებდი, კვლავ შემხვედროდნენ ასეთი დონის პედაგოგები. დღევანდელობაში არისტოკრატიზმი გადავიდა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე.“ 

ცეცხლაურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ზაურ ბოლქვაძე:

„კლასის დამრიგებელი და ფიზიკის მასწავლებელი მყავდა თამაზ ბერიძე. მშვიდი, გაწონასწორებული, ობიექტური და სამართლიანი პიროვნება იყო. თავისი საქმის პროფესიონალი. ხშირად გვქონდა პრაქტიკულ გაკვეთილები, ლაბორატორიაში ვმუშაობდით და ცდებს ვატარებდით, ამ მხრივ მაშინ უკეთესი ბაზა იყო სკოლებში - ვიდრე დღეს.“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, თოვა... - ამინდი უარესდება

განათლების სამინისტრომ განაცხადების მიღება დაიწყო - პრიორიტეტული პროგრამები და სხვა დეტალები ცნობილია

3 მარტს საქართველოს სკოლებში დედის დღე განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთი აღინიშნება

მოსწავლეთა გაცდენებსა და სტატუსის შეჩერებაზე პედაგოგებთან შეხვედრა ჩატარდება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც კითხვებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა კუნჭულია პასუხობს

„სკოლა მოსწავლეს უნდა აძლევდეს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ შესაძლებლობას, რომ ჩამოყალიბდეს თავისუფალი აზროვნების პიროვნებად“

სკოლები

ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და განვითარების მნიშვნელობა

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის პედაგოგი ელენე გაბეშია პასუხობს

ღონისძიება საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

პატარებმა ასევე მწერლის შემოქმედება გააცოცხლეს, ზღაპრები დადგეს და ერთმანეთს წიგნები აჩუქეს

საინტერესო

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება