| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლა „ოპიზას“ მოსწავლეებმა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების შესწავლის შემდეგ დედაქალაქის ისტორიულ ადგილები მოინახულეს.
მე-9ბ კლასის პროექტ „ქართლი - დედა წმინდანთა“-ს ფარგლებში მოეწყო სასწავლო-კვლევითი გასვლა ძველ თბილისში, რომელიც „შუშანიკის წამებასა“ და „აბო თბილელის წამებას“ მიეძღვნა.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ჰაგიოგრაფიასა და ისტორიულ სინამდვილეს შორის არსებული მჭიდრო კავშირის წარმოჩენა და იმის დემონსტრირება, რომ აღნიშნული თხზულებები არა მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის ნიმუშები, არამედ რეალურ ისტორიულ ფაქტებსა და ხელშესახებ გეოგრაფიულ გარემოზე დაფუძნებული წყაროებია.
ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს მეტეხის ტაძარი, სადაც, საუკუნოვანი გადმოცემის თანახმად, მე-6 საუკუნიდან განისვენებს წმინდა შუშანიკი. შემდეგ შეჩერდნენ მეტეხის ხიდზე, სადაც XIII საუკუნეში 100 000-მა მოწამემ რწმენისთვის თავი გაწირა და სულიერი უდრეკობის მაგალითი დატოვა; შემდეგ კი გადაინაცვლეს მეტეხის კლდისა და მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე - ადგილზე, სადაც VIII საუკუნეში წმინდა აბო თბილელი აწამეს, თავი მოჰკვეთეს, სხეული დაწვეს და ფერფლი მტკვარში გადაყარეს.
სასწავლო გასვლითი ღონისძიების შედეგად მოსწავლეებმა გაიაზრეს ჰაგიოგრაფიული ტექსტების ისტორიული მნიშვნელობა და განავითარეს წერილობითი წყაროსა და რეალური სივრცის ურთიერთკავშირის გაანალიზების კვლევითი უნარ-ჩვევები.
ტურს უძღვებოდა ისტორიკოსი ზურა ბალანჩივაძე. მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დავით შანიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას