| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის პირვეკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანეს მწვანე მომავლის შექმნაში.
პატარებმა სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.
სკოლაში მოსწავლეებს გარემოს დაცვასა და ბუნებაზე მზრუნველობას დაწყებით კლასებიდან ასწავლიან, ამიტომ მთავრობის ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ.
„ჩვენმა პატარა მოსწავლეებმა სკოლის ეზოში საკუთარი ხელით დარგეს პირველი ნერგები.
ეს მხოლოდ ხის დარგვა არ ყოფილა - ეს იყო სიყვარულის, მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი გაკვეთილი. ბავშვებმა გაიაზრეს, რომ ბუნებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ვალია, ხოლო დარგული ნერგი მათი ბავშვობის ლამაზ მოგონებად და მომავლის სიმბოლოდ იქცევა. დღეს მათ პატარა ნერგები დარგეს, ხვალ კი მათი გაზრდითა და გამწვანებით იამაყებენ.
პატარა ხელები, დიდი სიყვარული და მწვანე მომავლის იმედი! გაიზარდეთ, ნერგებო, ჩვენს პატარებთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ჩემი პირველი ნერგი“ არის საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული ყოველწლიური გარემოსდაცვითი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელი საკუთარ პირველ ნერგს რგავს.
პროგრამა ოფიციალურად 22 ოქტომბერს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა