| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

27 ოქტომბერს დიდი ქართველი განმანათლებლისა და საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ.
მე-2 კლასელებმა ღონისძიება გამართეს და „დედაენის“ შემქმნეს ხოტბა შეასხეს, აღნიშნეს მისი როლი საქართველოში წიგნიერების განვითარებაში და დიდ საზოგადო მოღვაწეს საინტერესო ნამუშევრები მიუძღვნეს.
„ერის გადარჩენა და მისი ძლიერება განათლებაშიაო“ - თქვა დიდმა იაკობ გეგებაშვილმა, მან შექმნა შედევრი - „დედაენა“, წიგნი, რომლითაც ქართული ანბანი და სიტყვის სიწმინდე ჩვენს გულებში სამუდამოდ ჩაიწერა.
იაკობ გოგებაშვილისთვის მასწავლებლობა არ იყო უბრალოდ პროფესია, ის ბავშვების დიდი მეგობარიც იყო მან გვასწავლა, რომ სამშობლოზე ზრუნვა უპირველესია.
დღეს, როდესაც ვუყურებთ პატარა ბავშვებს, რომლებიც ასე ეთაყვანებიან „დედაენას“, ვხვდებით, რომ იაკობ გოგებაშვილი დღესაც ცოცხალია. მადლობა გადავუხადოთ ამ დიდ მამულიშვილს იმ მემკვიდრეობისთვის, რომელიც დაგვიტოვა, და პირობა დავდოთ, რომ გავუფრთხილდებით ჩვენს ენას, ჩვენს ისტორიას და ჩვენს სამშობლოს, ისე, როგორც ამას იაკობ გოგებაშვილი გვასწავლიდა. წარმატებები ჩემო პატარებო“,- აღნიშნავს მე-2 კლასის დამრიგებელი ნ. გიორგაძე და მოსწავლეებს დიდი ქართველი წინაპრების დანატოვარზე ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა