| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგ ინგა მაჩიტიძის ხელმძღვანელობით, პროექტ- გაკვეთილის - „ბარდნალა- ადგილი, სადაც ბავშვობა ლექსად იქცა“, ფარგლებში ლადო ასათიანის სახლ- მუზეუმს სტუმრობდნენ.
პოეტის მუზეუმში მოსწავლეებმა გააცოცხლეს მისი ბავშვობის მოგონებები, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, გაეცნენ ლადო ასათიანის ცხოვრების უცნობ ისტორიებს, შემდეგ ეწვივნენ ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და მწვანე თეატრს, ბოლოს კი მოილოცეს წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერი, სასიამოვნო და შთამბეჭდავი დღე კი ბავშვებმა მწვანე ტბაზე გასეირნებით დაასრულეს, რამაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დადებითი ემოციებით აავსო ყველანი
გასვლითი ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
„ბავშვები შინ ძალზე ბედნიერები დაბრუნდნენ ახალი წარმატებული პროექტების მოლოდინით“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ნუკრი კარკაძეს, კლასის დამრიგებლებს - ლია ტყემალაძესა და ლანა ტოხვაძეს პროექტ-გაკვეთილში მონაწილეობისა და მხარდაჭერისათვის.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა