| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

27 ოატომბერს დიდი ქართველი განმანათლებლისა და საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ.
დიდი ქართველი პედაგოგის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, დაბადების დღესთან დაკავშირებით, საბუეს საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მოსწავლეების მონაწილეობით საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების კვირეული ჩატარდა.
პატარებმა კიდევ ერთხელ გადაინაცვლეს ქართული ანბანისა და საყვარელი ზღაპრების სამყაროში. კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა:
უყურეს მოკლემენტრაჟიან ვიდეოს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ;
აქტივობები მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა დიდი ქართველი პედაგოგის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და აღნიშნეს მისი როლი საქართველოში წიგნიერების გავრცელებაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა