სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნავარძეთის საჯარო სკოლაში მოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მინი ლექცია გაიმართა
01-11-2026
-
+


ყოველი წლის 23 ოქტომბერს ქიმიის მოყვარულები მოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში საინტერესოდ გამოეხმაურნენ.

გაიმართა მინი ლექცია, რომელიც წაიკითხა ქიმიის მასწავლებელმა ასმათ დათეშიძემ.

პედაგოგმა ისაუბრამოლზე, მის მნიშვნელობაზე და ამედეო ავოგადროზე, როლის სახელთანაცაა დაკავშირებული მოლის რიცხვითი მნიშვნელობა. შემდეგ კი იყო სახალისო აქტივობები, რომელშიც ჩაერთვნენ როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლებიც.

„მოლის დღე არა მხლოდ ქიმიური ცოდნის გაღრმავების დღეა, არამედ აღმოჩენების, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების შესძლებლობაა“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ  ასეთი  მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნა სკოლაში  ხელს უწყობს ქიმიის პოპულარიზაციას და მოსწავლეების დაინტერესებას მეცნიერებისადმი.

ქიმიკოსთა დღესასწაული - მოლის საერთაშორისო დღე​ მსოფლიოში 23 ოქტომბერს​ აღინიშნება და ​ავოგადროს კანონის, ამადეო ავოგადროს მიერ შემოთავაზებული ჰიპოთეზის უკვდავყოფას ემსახურება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი აირის ტოლი მოცულობები ერთნაირ წნევასა და ტემპერატურაზე მოლეკულათა ტოლ რიცხვს შეიცავს.

იხილეთ ფოტოები:

 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება