| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ვლადიმიროვკის საჯარო სკოლის დირექტორ სუსანნა ამაზარიანისთვის წარმატებული სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნით იწყება და სასწავლო მიზნების განსაზღვრითა და მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით გრძელდება.
სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და მრავალფეროვან, სახალისო და ინტერაქტიულ აქტივობებს მიმართავს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მოსწავლეებს სწავლა სიხარულად უქციოს.
ვლადიმიროვკის საჯარო სკოლის დირექტორი სუსანნა ამაზარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას თუ როგორ უნდა დაიგეგმოს გაკვეთილი, რა უწყობს ხელს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და როდის არის სასწავლო პროცესი წარმატებული.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, კეთილგანწყობილი და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა, სასწავლო მიზნებისა და წესების განსაზღვრა, მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენა და მათთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება. ასევე მნიშვნელოვანია მშობლებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- სასწავლო მიზნებზე, მოსწავლეთა საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე, რათა შევარჩიო შესაბამისი აქტივობები და მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლის ჩართულობასა და სასწავლო შედეგების გაუმჯობესებას.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში, აღწევენ დასახულ მიზნებს, იაზრებენ შესწავლილ მასალას და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად მიაღწიოს პროგრესს.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- მრავალფეროვან, სახალისო და ინტერაქტიულ აქტივობებს, თამაშებს, ვიზუალურ მასალას, პრაქტიკულ დავალებებსა და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ მაგალითებს, რათა გავზარდო მათი მოტივაცია და აქტიური ჩართულობა სასწავლო პროცესში.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- მის შრომას აფასებენ, წარმატებას აღიარებენ, მასწავლებლისგან მხარდაჭერას იღებს და თავს გრძნობს მნიშვნელოვან და დაფასებულ წევრად სასწავლო პროცესში.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- სასწავლო პროცესი საინტერესო, სახალისო და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებულია, მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს, აღმოაჩენს სიახლეებს და საკუთარი წარმატებითა და მიღწევებით სიამოვნებას იღებს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა