სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის №23 სკოლის პირველკლასელებმა იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 186-ე წლისთავი გამორჩეულად აღნიშნეს 
28-10-2026
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლის Iგ კლასის მოსწავლეებისთვის (პედაგოგი ნანა გოგიტაური) იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 186-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართული საგანმანათლებლო აქტივობები, განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცა.

პირველი დღე - დედაქალაქში, დედაენის ძეგლთან გასვლით გაკვეთილს დაეთმო. 

დედაენის ძეგლთან, ბავშვებმა ქართული ენის მნიშვნელობა, მშობლიური სიტყვის ძალა და იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი უფრო ახლოს გაიცნეს. მათ გაიაზრეს, რას ნიშნავს სიტყვა „მოქანდაკე“, რატომ აღიმართა ძეგლი წიგნის საპატივცემულოდ და რა განსაკუთრებული ადგილი უკავია „დედა ენას“ ქართველი ერის ცხოვრებაში. ბავშვებმა ძეგლთან წაიკითხეს პირველი სიტყვები - „აი ია“, ისაუბრეს მშობლიურ ენაზე, დააკვირდნენ შემოდგომის ბუნებას, შეაგროვეს ფერადი ფოთლები და შთაბეჭდილებები შემოქმედებით საქმიანობას დაუკავშირეს. ეს იყო გაკვეთილი სახელმძღვანელოს კედლებს მიღმა, იქ, სადაც ცოდნას უშუალო გამოცდილება, ემოცია და ეროვნული ღირებულებების განცდა ემატება.

მეორე დღე - იის მრავალფეროვანი სამყარო კლასში მუშაობა წინა დღის შთაბეჭდილებების გაგრძელება და ახალი ცოდნის მიღების წინაპირობა გახდა.

გაკვეთილის ცენტრში აღმოჩნდა ია - ყვავილი, რომელიც იაკობ გოგებაშვილმა ბავშვების პირველი კითხვის სამყაროს სიმბოლოდ აქცია. მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარეს ცოცხალი ქოთნის ია, თექისგან დამზადებული ია და ხელოვნური ყვავილი. დაკვირვებით აღმოაჩინეს, როგორ შეიძლება ერთი და იგივე სახე სხვადასხვა მასალითა და ხელოვნების საშუალებით გამოისახოს. ია მათთვის მხოლოდ ყვავილი აღარ იყო - ის შეხვდათ ბუნებაში, ხელსაქმეში, წარმოსახვასა და ლიტერატურაში. ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ და სიტყვები „აი ია“, როგორც პირველი ნაბიჯი ქართული წერა-კითხვის სამყაროში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან ამ ორმა დღემ ერთი მიზანი გააერთიანა. 

„დედაენის ძეგლთან მიღებული შთაბეჭდილებები და კლასში განხორციელებული შემოქმედებითი აქტივობები ერთიან საგანმანათლებლო პროცესად გაერთიანდა.

ბავშვებმა ცოდნა მიიღეს დაკვირვებით, საუბრის, შედარების, შემოქმედებისა და უშუალო გამოცდილების გზით. ეს აქტივობები ანბანის კარის გაღების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წინ კი განსაკუთრებული დღე ელოდებათ - დღე, როდესაც პატარა მოსწავლეები ქართული ანბანის სამყაროში საზეიმოდ შეაბიჯებენ.

მთავარია, ბავშვებმა არა მხოლოდ ისწავლონ ქართული ასოები, არამედ შეიყვარონ მშობლიური ენა, იგრძნონ მისი სილამაზე და გააცნობიერონ, რომ „დედა ენა“ მხოლოდ წიგნი კი არა, ჩვენი კულტურის, იდენტობისა და მომავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

მათ თავიანთ დამრიგებლებთან ერთად სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პატარა ხელებით შექმნილი სილამაზე და დიდი სიყვარულით გაფერადებული შემოდგომა
 
„დაე, თითოეული ნერგი ჩვენი ბავშვების ბედნიერი მომავლის, კეთილი საქმეებისა და მშობლიური სკოლის სიყვარულის სიმბოლოდ იქცეს„
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება