| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი დოკუმენტის წარდგენისას, პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ განათლების მიმართულებით ხარჯები გაზრდილია 400 მლნ-ზე მეტით და ამ თანხაში გათვალისწინებულია საჯარო სკოლის მასწავლებლების, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის, ექთნების... ანაზღაურების ზრდა.
„ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლებსა და ბაღებშია დასაქმებული, გაიზრდება... ასევე გათვალისწინებულია უმაღლესი განათლების ნაწილში უფასო სწავლების დაფინანსება“, - აღნიშნა კაკაურიძემ, რომელმაც მოგვიანებით დასძინა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო სექტორში ხელფასების 8.4 %-ით ზრდა.
აქედან გამომდინარე, იმატებს მასწავლებელთა ხელფასებიც. მიუხედავად იმისა, მათ სარგო საათების მიხედვით უნაზღაურდებათ, კაკაურიძეს ერთიანი თანხის დასახელება უჭირს, თუმცა მისივე განმარტებით, საუბარია საშუალოდ დაახლოებით 2 ლარის მატებაზე:
„ზოგადად საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა იქნება დაახლოებით 8.4 პროცენტი, საათზე დაახლოებით ორი ლარი გამოდის ზრდა... საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“
ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“
„მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ ინტერაქციულ აქტივობებს“
„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ