სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„კარგი სპეციალისტი და მენეჯერია“- რა რეფორმებს გეგმავს მიხეილ ბატიაშვილი და როგორ აფასებენ განათლების ექსპერტები მის პროგრამას
19-07-2018
-
+


გაერთიანებული სამინისტროების - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ბატიაშვილი დაინიშნა. ახალმა ხელმძღვანელმა სისტემური რეფორმები დააანონსა, რომელთა შორისაც მასწავლებელთა ხელფასების ზრდაც შედის. 

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში დაინერგება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები და უცხოელი პარვტნიორების ჩართულობით  სამეცნიერო კვლევითი პროექტები განხორციელდება. საერთაშორისო კვლევებში ქართველი მეცნიერების ჩართვა კი სამინისტროს მთავარი ამოცანა იქნება.

მინისტრის ხედვით, საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც განათლების ექსპორტის ქვეყანა. უცხოელ სტუდენტებს შეთავაზებაში საგანმანათლებლო პროგრამები ყველა მიმართულებით უნდა ჰქონდეთ.

მისივე განმარტებით, სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით ეროვნული ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა შეიქმნება, რომელიც ყველა ციფრულ საგანმანათლებლო რესურსს მოუყრის თავს.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, პროფესიული მიმართულება კვლავ განათლების სისტემის პრიორიტეტად რჩება და მთავარი მიზანი იქნება ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტი სწრაფად აღმოიფხვრას.

ახალი მინისტრის მიზანია, ისეთი საგანმანათლებლო სისტემა ჩამოყალიბდეს, რომელიც ბაზრისა და კომპანიების მოთხოვნების შესაბამისად იმუშავებს.

მიხეილ ბატიაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი განათლების მიმართულებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ საკვანძო მნიშვნელობის რგოლის განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა. შემუშავდება „ციფრული სკოლის კონცეფცია“, რაც ტექნოლოგიების როლის გაძლიერებას და ქვეყანაში დისტანციური განათლების განვითარებას გულისხმობს. 

Etaloni.ge დაინტერესდა, როგორ აფასებენ განათლების მინისტრის ხედვას ამ სფეროს სპეციალისტები. დიმიტრი შაშკინი (განათლების ყოფილი მინისტრი) Etaloni.ge-სთან აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა სკოლაა და მინისტრმა მასზე უნდა იზრუნოს: 

„საკმაოდ დიდი ხანია, რაც მიხეილ ბატიაშვილს ვიცნობ. როცა მე საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროგრამების დირექტორი ვიყავი, ის საკონსულტაციო კომპანია „IPN Consulting”- ის თანადამფუძნებელი იყო. ჩვენ ერთმანეთს იქიდან ვიცნობთ. კარგი სპეციალისტი და მენეჯერი იყო. რამდენად შეძლებს ახალი, გაერთიანებული სამინისტროების მართვას დრო გვიჩვენებს. პრობლემა არის სკოლაში. ჩვენი სკოლა ამ დროისთვის ბავშვებს იმ განათლებას არ აძლევს, რომ თავიანთი უცხოელი თანატოლებისთვის კონკურენტუნარიანები იყვნენ. შესაბამისად, სანამ სკოლის პრობლემა არ მოგვარდება, საუბარი ზედმეტია. 

განათლების ახალი მინისტრის ხედვა უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით კარგია, - ეს უწყობს ხელს ეკონომიკას და უნივერსიტეტები ფინანსურად უფრო გაძლიერდებიან. სამინისტროს წინ სიტყვა „საქართველო“ უძღვის, ამიტომ ამ უწყებამ პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებზე უნდა იზრუნოს,“- განმარტა შაშკინმა. 

განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლეიშვილი ახალ მინისტრს სასკოლო მასალების გაციფრულების ინიციატივას უწონებს, თუმცა ძირეული რეფორმებისთვის განათლების შესახებ კანონმდებლობის შეცვლის აუცილებლობას ხედავს: 

„განათლებაში ღრმა რეფორმები უნდა გატარდეს. ამაზე ახალმა პრემიერმა ისაუბრა. მიხეილ ბატიაშვილმაც განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდება, რაშიც ვეთანხმები. თუმცა აუცილებელია ამ სფეროში ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების კანონმდებლობის მთლიანი შეცვლა. აბსოლუტურად უვარგისია სკოლამდელი განათლების და მეცნიერების შესახებ  კანონიც. ეს ყველაფერი კი საერთო სახალხო განხილვის ფონზე უნდა მოხდეს. მომწონს, რომ ბიბლიოთეკისა და სასკოლო მასალების გაციფრულება გაგრძელდება,“ - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა Etaloni.ge-სთან. 

ახალი მინისტრის განცხადებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებების განვითარებისთვის აუცილებელი რეფორმები ახლო მომავალში ჩამოყალიბდება და ოთხივე მიმართულებით ხელშესახებ შედეგებს უზრუნველყოფს.

მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, დაგეგმილი რეფორმებით მიღწეული წარმატება საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება თვალსაჩინო.

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს

 

 

 

სექტემბრიდან დამრიგებლები დამატებით 200 ლარს მიიღებენ ყოველთვიურად - რამდენ პედაგოგს შეეხება დამატებითი ანაზღაურება

სკოლას უფლება აქვს ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს - დეტალები

ანდრია პირველწოდებულის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს

თუ მასწავლებლის გამოცდაზე აღარ გადიხართ - თანხის დასაბრუნებლად 11 მაისი ბოლო ვადაა

პიროვნება

„განათლებული ხალხი სჭირდება სოფელს, რათა წელში გაიმართოს. მხარგაშლილი სოფელი კი ქვეყნის საყრდენია“

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

სკოლები
შეხვედრის დროს მოსწავლეები მეტი გაიგეს ბიომრავალფეროვნების დაცვის აუცილებლობასა და იმ პასუხისმგებლობაზე
 
 
 
ბრწყინვალეა საყდრიონის საჯარო სკოლის გუნდის შედეგებიც
 
საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება