სიახლეები
ყველაზე პოპულარული


„პედაგოგებს ანაზღაურება გაეზრდებათ“ - განათლების მინისტრობის კანდიდატი
13-07-2018
-
+


„მასწავლებლებთან დაკავშირებით, ბევრი გადასაჭრელი პრობლემაა, ყველაზე მთავარია, ფინანსური საკითხები,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც მთავრობის შემადგენლობისთვის და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

„ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია პედაგოგებისა და მასწავლებლების საკითხი. აქაც ბევრი გადასაჭრელი პრობლემაა, დაწყებული მასწავლებლის რეპუტაციის ამაღლებით, კიდევ, რაც ყველაზე მთავარია, ფინანსური საკითხები. როგორც მე ვიცი, ამ მიმართულებით მუშაობა მიდის, რომელიც შეეხება მასწავლებლის ანაზღაურების სისტემის გადახედვას და ამ გადახედვაში იგულისხმება სწორედ ფიქსირებული და საათობრივი ბალანსის დაცვა. თუმცა ამ მიმართულებით არის სამუშაო. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა და პრემიერმაც აღნიშნა, პედაგოგების ანაზღაურების ზრდა მოხდება. თუმცა დეტალებზე ამჟამად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

„ყველა მასწავლებელს ექნება შეთავაზება სრული დატვირთვით იმუშაოს და შესაბამისად მიიღოს გაზრდილი ანაზღაურება“ - მამუკა ბახტაძე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება