სიახლეები
სიახლეები

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც განათლების ექსპორტის ქვეყანა
13-07-2018
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა,  კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს მეცნიერების და უმაღლესი განათლების მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნო, რომელიც ახალ სტრატეგიულ დოკუმენტში დეტალურად იქნება წარმოდგენილი. მის შექმნაში კი შესაბამისი დარგის სპეციალისტები ჩაერთვებიან.

მინისტრობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ განათლების ხარისხთან მიმართებით სახელმწიფოს არა მხოლოდ კონტროლის, არამედ ხელშეწყობისა და შესაბამისი პირობების შექმნის პასუხისმგებლობა აკისრია.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კუთხით დაგეგმილი რეფორმები ორიენტირებული იქნება საერთაშორისო სტანდარტებზე, ხოლო უნივერსიტეტების ავტორიზაცია-აკრედიტაციის მთავარი მიზანი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების  ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა იქნება. სამინისტრო უზრუნველყოფს სისტემის რეალურ, გრძელვადიანი პერსპექტივით განვითარებას. საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში დაინერგება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები და უცხოელი პარტნიორების ჩართულობით განხორციელდება სამეცნიერო კვლევითი პროექტები. საერთაშორისო კვლევებში  ქართველი მეცნიერების  ჩართვა სამინისტროს მთავარი ამოცანა იქნება. 

მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ამგვარი მიდგომები, თავის მხრივ, შექმნის კარგ საინვესტიციო გარემოს და გაზრდის ქართული უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან. მაღალი რანგის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოსაზიდად სამინისტრო ხელს შეუწყობს ხელსაყრელი, ბიუროკრატიული ბარიერებისგან თავისუფალი გარემოს შექმნას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონალურ საგანმანათლებლო ცენტრად პოზიციონირებას და საქართველოში მეტ უცხოელ სტუდენტს მოიზიდავს.

მიხეილ ბატიაშვილის ხედვით, საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც განათლების ექსპორტის ქვეყანა. უცხოელ სტუდენტებს ყველა მიმართულებით უნდა შევთავაზოთ საგანმანათლებლო პროგრამები, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისათვის, ასევე, ეკომონიკური თვალსაზრისით.

როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების კუთხით პრიორიტეტი მიენიჭება სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებს. ამ მიმართულებით კონკურენტუნარიანი ადმიანური კაპიტალის შესაქმნელად, სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშორომლობით შეიქმნება ეროვნული ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც თავს მოუყრის ყველა ციფრულ საგანმანათლებლო რესურსს, ლიტერატურას, ფოტო-ვიდეო მასალას, კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულებულ ნიმუშებს, ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, ახალ ამბებს და ა.შ.  ერთიანი ციფრული სივრცე, საგანმანათლებლო  ტიპის რესურსებზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე ყველა მსურველს მიაწვდის ინფორმაციას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლეთა გამოცდაზე გამსვლელებისთვის - ყველაფერი, რაც ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება (I – IV) ტესტის შესახებ უნდა იცოდეთ 

ოქროს და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები ფულად ჯილდოს მიიღებენ

ქართველი ქალი მასწავლებელი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა - 9 მაისი ფაშიზმე გამარჯვების დღეა



„პირველკლასელთა აკადემია“ - შემეცნებითი საოჯახო წიგნი-რვეული თქვენი პატარებისთვის

ხვალიდან სკოლები და ბაღები ისვენებს - ნახეთ, როდის განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
„ფსიქოაქტიური ნივთიერებები და ადამიანის ჯანმრთელობის“ შესახებ საინტერესო პრეზენტაცია ჩატარადა დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ინგლისური ენის მასწავლებელი იზო დანელია და სკოლის დირექტორი დავით ნაჭრებია

მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ბულინგის სახეებსა და პრევენციის გზებზე ისაუბრეს

მოსწავლეებმა ღონისძიება ვაჰან ტერიანის ლექსის მიხედვით შექმნილი სიმღერით დააგვირგვინეს

საინტერესო

ისინი, ერთი შეხედვით, ნორმისგან განსხვავდება, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა და ისტორია აქვს

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება