| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლე-მასწავლებლებმა გამორჩეულად გაიხსენეს საქართველოს ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავა ღვაწლი სამშობლოს წინაშე.
13 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პატივი მიაგეს ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას ხსოვნას.
მოსწავლეები დილით ადრიანად გაემგზავრნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, სადაც 37 წლის წინათ - 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა მერაბ კოსტავა.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით - მერაბ კოსტავას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულეს და მერაბ კოსტავას ღვაწლი ქართველი ერის წინაშე გაიხსენეს: უბისის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა პაისი კუკულავამ, თბილისის წმიდა ტბელ აბუსერისძის ტაძრის წინამძღვარმა, საატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, პანაშვიდს ესწრებოდნენ სოფელ ბორითის საჯარო სკოლის დირექტორი - სერგო ლაბაძე, პედაგოგები და, აგრეთვეე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძველი გვარდიის წარმომადგენლები.
პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება.
შემდეგ თბილისის თამარ მეფის სახელობის გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა მოილოცეს უბისის წმიდა გიორგის სახელობის მონასტერი, იგალობეს და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მანდატურის სამსახურიც ჩაერთო, პოლიციაც გამოვიძახეთ“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
დღესასწაული მთელ სასკოლო საზოგადოებას და არაერთ აქტივობას აერთიანებს
პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება