| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის პედაგოგისთვის წარმატებული სასწავლო წელი მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით იწყება და სწავლის სურვილის გაღვიძებით გრძელდება.
მოსწავლეთა ინტერესის გასაღვივებლად სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებს სწავლა სიხარულად უქციოს.
სეროფე ბენგოიან-ლევონიანის „ჯივანის“ სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი ნაირა მოსოიანი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და ხედვას თუ როგორ უნდა გავაღვიძოთ მოსწავლეებში სწავლის ინტერესი, რა ხდის გაკვეთილს წარმატებულად და როგორ ვაქციოთ მოსწავლეებისთვის სწავლა სიხარულად.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება და პოზიტიური გარემოს შექმნა.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- როგორ ვაქციო თითოეული მოსწავლისთვის ახალი ცოდნის აღმოჩენა საინტერესო და მის შესაძლებლობებზე მორგებულ გამოცდილებად.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- მოსწავლე გაკვეთილიდან მხოლოდ ცოდნით კი არა, აღმოჩენის სიხარულითა და ახლის შეცნობის სურვილით მიდის.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- ერთი საინტერესო კითხვით, რომელიც მოსწავლეებს ფიქრს აღუძრავს და პასუხის დამოუკიდებლად აღმოჩენის სურვილს გაუჩენს.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- თამაშს, შემოქმედებით აქტივობებსა და ისეთ დავალებებს, რომლებშიც მოსწავლე ცოდნის აღმომჩენიცაა და შემოქმედიც.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- გრძნობს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია, მისი მცდელობა ფასდება და შეუძლია იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე თავად წარმოედგინა.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- ცოდნა აღმოჩენად იქცევა. შეცდომა კი - ახალ შესაძლებლობად.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
ეპიდემიოლოგი სიმპტომებზე საუბრობს
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები
სკოლაში სხავადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა