| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში დირექტორის მ/შ არმინე ამბარიანი მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო უზრუნველყოფს.
მისთვის სასწავლო პროცესის წარმატება მოსწავლეებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარებას, მათი საჭიროებების გათვალისწინებასა და ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნას უკავშირდება.
როგორც თავად აღნიშნავს, მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც ფასდება მისი პროგრესი, ძალისხმევა და მიღწევები, ამ მიდგომებით კი ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს სწავლა სიხარულად უქციოს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში დირექტორის მ/შ არმინე ამბარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას თუ როგორ უნდა დაიგეგმოს გაკვეთილი, რა უწყობს ხელს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში მათ აქტიურ ჩართულობას.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლეებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება და სასწავლო გარემოს შექმნა.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- მოსწავლეთა საჭიროებებსა და გაკვეთილის მიზნებზე.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში და აღწევენ დაგეგმილ სასწავლო შედეგებს.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- მკაფიოდ განსაზღვრული მიზნით და მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებელი სასწავლო აქტივობებით.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- მრავალფეროვან, მოსწავლეზე ორენტირებული მეთოდებს, პრაქტიკულ დავალებებსა და თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიებს.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- ფასდება მისი პროგრესი, ძალისხმევა და მიღწევები.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- იქნება თანამშრომლობითი, ინკლუზიური და მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“
„გილოცავთ, ბატონო ლევან ამ დიდ წარმატებას“