სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ
19-10-2026
-
+


20 ოქტომბერს მასწავლებელთა გამოცდებისთვის რეგისტრაცია გამოცხადდება. მოუწევთ თუ არა აპლიკანტებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა? - აღნიშნული კითხვა პედაგოგიურ წრეებში აქტუალურია და ამიტომ etaloni.ge დეტალების დასაზუსტებლად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა.

ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ რეგისტრაციისას თანხის გადახდა აპლიკანტებს მოუწევთ, თუმცა სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის: „რა ეღირება რეგისტრაცია, საბანკო რეკვიზიტები და სხვა დეტალები რეგისტრაციის დაწყების დღეს გამოქვეყნდება“, - გვიპასუხეს NAEC-ის ცხელ ხაზზე.

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ინფორმაციისთვის:  2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდის ტესტირებაში მონაწილეობის უფლება აქვს:

ა) მასწავლებელს, რომელსაც მინიჭებული აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული ერთ-ერთი სტატუსი და 2026 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით eSchool-ის  მონაცემებით ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც:

ჩაბარებული აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა;

დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია;

უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინიჭებული აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის  სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი.

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთარში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა

აღნიშნულ ჯგუფში შემავალ მასწავლებელს  უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების ტესტირებაში, რომელ საგანს/საგნებსაც ასწავლის  (გარდა უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალი სხვა უცხოური ენების საგნის/საგნებისა, ეთნიკური უმცირესობების ენებისა, სპორტისა, ქართული ენა და ლიტერატურა მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები), აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები), რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები), სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები) და უფლებამოსილია რეგისტრაციის დროს მიუთითოს არაუმეტეს 3 საგანი.

ბ)  მასწავლებელს, რომელიც 2026 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, eSchool-ის  მონაცემებით ასწავლის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის 31-ე მუხლის საფუძველზე.

აღნიშნულ ჯგუფში შემავალი მასწავლებელი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის 31-ე მუხლით განსაზღვრული საგნის/საგნების ტესტირებაში რეგისტრაციის დროს მიუთითოს არაუმეტეს სამი საგანი.

გ) მოწვეულ მასწავლებელს, რომელიც 2026 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით, eSchool-ის მონაცემებით ასწავლის იმ საგანს, რომელშიც:

 არ აქვს ჩაბარებული საგნის გამოცდა;

არ აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

არ უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

არ აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);

არ აქვს განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინიჭებული მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი. 

აღნიშნულ ჯგუფში შემავალი მასწავლებელი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ იმ ტესტირებაში, რომელ საგანსაც ასწავლის და რეგისტრაციის დროს მიუთითოს მხოლოდ ერთი საგანი.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები

სკოლის დირექცია არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს წარმატებას ულოცავს

ვაჟთა და გოგონათა გუნდებმა ხელბურთის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება