| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის - „პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სხვა პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“ - ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და ადმინისტრაციის წევრებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებისა და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობა, უწყვეტი პროფესიული განვითარების ღონისძიებების სამომავლო დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს და კოლეჯებში არსებული საუკეთესო პრაქტიკა ერთმანეთს გაუზიარეს.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე — „Agile Management — მოქნილი მართვის საფუძვლები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ლიდერებისთვის“. ტრენინგის მიზანია, ადმინისტრაციას დაეხმაროს დროის ეფექტიანად მართვაში, კომუნიკაციის გაუმჯობესებაში, მიმდინარე გამოწვევებზე დროულ რეაგირებაში, ხარისხის უზრუნველყოფაში, სასწავლო პროცესისა და სტუდენტური სერვისების განვითარებაში.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება