სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა თვითმმართველობის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა 
21-10-2026
-
+


ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში კლასებში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრთა პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები, რომელთა განხორციელებასაც მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში გეგმავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის, თანამშრომლობისა და სასკოლო ცხოვრებაში მათი როლის გაძლიერების საკითხებს.

შეხვედრის დასასრულს თვითმმართველობის წევრებმა თავმჯდომარე აირჩიეს, რითაც მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობის ახალი ეტაპი დაიწყო.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეთა თვითმმართველობა მნიშვნელოვანი სივრცეა პასუხისმგებლობის, ლიდერული უნარების, გუნდური მუშაობისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებისთვის.

„გვჯერა,მოსწავლეთა ინიციატივები, შემოქმედებითი ხედვა და ურთიერთთანამშრომლობა ხელს შეუწყობს სკოლის ცხოვრებაში ახალი იდეებისა და საინტერესო პროექტების განხორციელებას.

ვუსურვებთ თვითმმართველობის თითოეულ წევრს წარმატებას, ნაყოფიერ საქმიანობასა და არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება

შეხვედრაზე მოსწავლეებმა იმსჯელეს ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებზე, ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და წარმოადგინეს ინიციატივები
 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება