| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

როდესაც საქმე ჩვენი შვილების მომავალს ეხება, კომპრომისი არ არსებობს! ათეული წლებია, „ეტალონი“ და izrune.ge, პროექტების ავტორთან - გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, მშობლებისა და მასწავლებლების ყველაზე საიმედო დასაყრდენია - დიდი საგანმანათლებლო ოჯახი, რომელიც ერთგულად და უდიდესი პასუხისმგებლობით ემსახურება უმთავრეს მიზანს: აღზარდოს მოაზროვნე, წარმატებული, თავდაჯერებული თაობა.
თუმცა გამოწვევებიც არ უნდა დაგვავიწყდეს - დღეს არაერთი საგანმანათლებლო პროექტი არსებობს და ჯანსაღი კონკურენციაც მისასალმებელი იქნებოდა, რომ არა რამდენიმე გარემოება, მათ შორის მათ მიერ ჩატარებული ტესტირებები თუ ოლიმპიადები, რომლებიც ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფითად ისახება და ამის შესახებ ბოლო დროს მშობლები სოციალურ ქსელებში საჯაროდ საუბრობენ.
სწორედ ამ მავნებლურ პრაქტიკებს ეხმაურება „ეტალონის“ პროექტების ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი სოციალურ ქსელში და მის Facebook-სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების სენი, ფარსი და დიდი ზიანი
მაშ, რომელ ოლიმპიადებს ენდონ მშობლები?!
დღეს ბევრი ოლიმპიადა და კონკურსი გამოჩნდა, რომლებიც ე.წ. უფასო ტესტებს გთავაზობენ. სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ და ფაქტები მოწმობს, რომ მათ მიერ ჩატარებული ოლიმპიადები უშედეგოა, უფრო მეტიც, საზიანოც კი ხდება მოსწავლეებისთვის.
უპირველესად, მოკლედ შეგახსენებთ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია და ოლიმპიადის არც ერთი ტური არ შეიძლება იყოს საქველმოქმედო, ანუ უფასო. უფასოდ გამოცხადებული პირველი ტური, მომდევნო ფასიანი ტურების სატყუარაა - ეს ცნობილი მარკეტინგული ხრიკია; ამიტომაც, მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ საკუთარი შვილების „უფასოობით“ დაწყებულ ოლიმპიადებში მიღებული დიპლომები და მედლები, არასარწმუნო და მოსწავლეების სამომავლო ფსიქიკისთვის დამაზიანებელია.
ვფიქრობთ, გასაგებად ავხსენით და ამიტომაც უფასო ოლიმპიადების „შინაარსს“ აქ აღარ ჩავუღრმავდებით.
ჩვენ ათწლეულების შრომა დაგვჭირდა, რომ შეგვექმნა აღზრდა-განათლების წარმატებული თანამედროვე საოჯახო პლატფორმა izrune.ge.
izrune.ge-ს ოლიმპიადები და ტესტები არის თქვენი შვილების ცოდნის ობიექტური და მაღალტექნოლოგიური შეფასება, რაშიც თავად მშობლები დამკვირვებლების სტატუსით მონაწილეობენ.
მაღალტექნოლოგიური პლატფორმა izrune.ge თქვენი შვილების მომავლისთვისაა შექმნილი, სადაც დაგხვდებათ პროფესიონალური ტესტები, საგნობრივი ოლიმპიადები, დიპლომები, სერტიფიკატები, მედლები და ჯილდოები, რომლებსაც დამსახურებულად იღებენ ჩვენი მოსწავლეები.
ამასთან ერთად, ხდება მოსწავლის ოლიმპიადაზე გამოვლენილი შედეგების დაწვრილებითი გაანალიზებაც და მისი EGMU-ს (ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარის) კოეფიციენტის გამოვლენა, ანუ ცოდნის სწორად გამოყენება/განვითარების უნარების შეჯამება... და იქვე, მშობლების სურვილის შემთხვევაში, მოსწავლის შედეგებს აანალიზებს ხელოვნური ინტელექტი - ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტი, და მოგცემთ სწორ მიმართულებას, როგორ განავითაროთ თქვენი შვილების აღზრდა-განათლება, რომ შედეგი იყოს უმაღლესი და საამაყო.
„ეტალონსა“ და izrune.ge-ს უდიდესი გამოცდილება გვაქვს, 20 წელზე მეტია მოსწავლეთა განათლებას, სწორ მოტივაციას ვემსახურებით, ამიტომ მოგიწოდებთ, გვენდეთ, ჩაერთეთ ჩვენს აქტივობებში და თავად იხილავთ რეალურ შედეგებს!“
ჩვენ კი დავძენთ: „ეტალონი“ და izrune.ge - ეს არის ეროვნული საქმის კეთების უწყვეტი ტრადიცია, რომლის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება თითოეული ბავშვის რეალური განვითარება, ობიექტური შეფასება და მათში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
ეპიდემიოლოგი სიმპტომებზე საუბრობს
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები
სკოლაში სხავადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა