| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგ ფატიმა ბალანჩივაძისთვის სწავლება მხოლოდ ცოდნის გაზიარება არ არის, მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის თბილი და პოზიტიური გარემოს შექმნა, მათი მოტივირება, დამოუკიდებელი აზროვნების წახალისება და მათი ინტერესის გაღვივება.
როგორ გეგმავს პედაგოგი მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილს, რა გზებით აღვივებს მათ ცნობისმოყვარეობას და როგორ აქცევს სწავლას სიხარულად? ამ და სხვა საკითხებზე ქუთაისის N4 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი საკუთარ გამოცდილებასა და ხედვას გვიზიარებს.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ვფიქრობ, რომ სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანი თბილი და პოზიტიური გარემოს შექმნაა. მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ სკოლაში მისი მისვლა უხარია მასწავლებელს. პირველ დღეებში ზოგჯერ მოსმენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრი ინფორმაციის მიწოდება.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილი იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული, საინტერესო და რეალობასთან დაკავშირებული. ვგეგმავ ისეთ აქტივობებს, რომლებიც მათ ჩართულობას და დამოუკიდებელ აზროვნებას შეუწყობს ხელს.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- მოსწავლე აქტიურად არის ჩართული, სვამს კითხვებს, მსჯელობს, გამოაქვს დასკვნები და, ბოლოს, შეუძლია მიღებული ცოდნის რეალობაში გამოყენება.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებით, პრობლემური სიტუაციით. ცხოვრებისეული მაგალითით, ჩემთვის იდეალური გაკვეთილია ის, რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უჩნდება ახალი კითხვა და სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტი გაიგოს.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- საინტერესო კითხვებს, პრობლემურ სიტუაციებს, სხვადასხვა ვიზუალურ რესურსს. ხშირად ვქმნი ისეთ სიტუაციას, როცა მოსწავლე თავად ხდება პატარა მკვლევარი და ცოდნას დამოუკიდებლად აღმოაჩენს.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- მასწავლებელი პატივს სცემს მის აზრს, ამჩნევს მის მცდელობას და აძლევს საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობას. ასეთ დროს სწავლა საინტერესო და სახალისო ხდება.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- როცა გაკვეთილზე არის ნდობა, მხარდაჭერა, თავისუფალი აზროვნება და საინტერესო გარემო, სწავლა მოვალეობა აღარ არის, ის ხდება აღმოჩენების, წარმატებისა და სიამოვნების პროცესი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ