სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება ბავშვის თვალებში გაჩენილი ინტერესით“ - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მასწავლებელი ხათუნა ჭურღულია
06-10-2026
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგ ხათუნა ჭურღულიასთვის პირველი სასწავლო დღეები ნდობის, სითბოსა და ურთიერთპატივისცემის საფუძვლის ჩაყრაა, რადგან სწორედ ამაზე შენდება წარმატებული სასწავლო წელი.

მისთვის მთავარი მოსწავლეა -  მისი ინტერესები, შესაძლებლობები. როგორც თავად ამბობს, სასწავლო პროცესი მაშინაა წარმატებული, როდესაც მოსწავლე ინტერესდება, სვამს კითხვებს, მსჯელობს, თავად ეძებს პასუხებს და გაკვეთილიდან ახლის აღმოჩენის სურვილით გამოდის. მრავალფეროვანი რესურსები, პრაქტიკული აქტივობები და თანამედროვე სასწავლო მეთოდები კი ამ პროცესს უფრო საინტერესო და ცოცხალს ხდის.

etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში მასწავლებელი ხათუნა ჭურღულია საუბრობს, რა არის მისთვის სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორ გეგმავს გაკვეთილს, რას მიიჩნევს წარმატებული გაკვეთილად და რა მეთოდებით ცდილობს მოსწავლეებში ინტერესისა და სწავლის სურვილის გაღვივებას.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვისთვის იმის შეგრძნების შექმნაა, რომ სკოლა მისი მეორე სახლია, კლასი კი - ადგილი, სადაც მას ელიან, აფასებენ და სჯერათ მისი, რომ სკოლაში მხოლოდ ცოდნის მისაღებად კი არა, საკუთარი შესაძლებლობების აღმოსაჩენად მოდის. ჩემთვის პირველი დღეები ნდობის, სითბოსა და ურთიერთპატივისცემის საფუძვლის ჩაყრაა, რადგან სწორედ ამაზე შენდება წარმატებული სასწავლო წელი.

- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

-  რა აინტერესებთ ჩემს მოსწავლეებს, როგორ შეიძლება მათთვის ახალი ცოდნის აღმოჩენა საინტერესო გავხადო, რომ ბავშვმა ცოდნის გარდა მიიღოს ახალი გამოცდილება, საკუთარი თავის რწმენა, აღმოჩენის სიხარული და სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტი გაიგოს.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

-  მოსწავლის თვალებში ინტერესს ვხედავ და ვხვდები, რომ მას ცოდნის მიღების სურვილი გაუჩნდა, სვამს კითხვებს, ფიქრობს, მსჯელობს, ეძებს პასუხებს. როდესაც მოსწავლე გაკვეთილიდან ახალი ცოდნით კი  არა, ახალი კითხვითაც გამოდის - „კიდევ რა მინდა ვიცოდე?“

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება ბავშვის თვალებში გაჩენილი ინტერესით და იმ განცდით, რომ დღეს რაღაც ახალს აღმოაჩენენ. გაკვეთილზე იქნებიან პატარა მკვლევარები, რომლებსაც საკუთარი აზრის გამოთქმა და აღმოჩენა შეუძლიათ. ხოლო იდეალური გაკვეთილი მაშინ მთავრდება, როცა ბავშვები საათს კი არ უყურებენ, არამედ ამბობენ: „უკვე  დამთავრდა?“

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- მრავალფეროვან რესურსებს,  თამაშს, პრაქტიკულ აქტივობებს, ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ მაგალითებს. ხშირად ვიყენებ კითხვებს-,,როგორ ფიქრობთ,რა მოხდება,თუ...? ჩემთვის ბავშვის გაოცება და ცნობისმოყვარეობა სწავლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მამოძრავებელია. როცა მოსწავლე პასუხს  თავად ეძებს, ცოდნა მისთვის უბრალოდ ნასწავლი ინფორმაცია აღარ არის-ის საკუთარი აღმოჩენა ხდება.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- მასწავლებელი მის შესაძლებლობებს ხედავს და სჯერა მისი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ  შეცდომების არ ეშინოდეს. ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ შეცდომა სწავლის ნაწილია.

ბავშვს სჭირდება არა მხოლოდ  შეფასება, არამედ სიტყვები - „მე შენი მჯერა“, „შენ  შეგიძლია“, „კიდევ ერთხელ სცადე“.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- ბავშვი ცოდნასთან ერთად სიყვარულს, მეგობრობას, ურთიერთპატივისცემას და ერთმანეთის მხარდაჭერას სწავლობს. როდესაც მოსწავლემ იცის და გრძნობს, რომ სკოლა მისთვის მხოლოდ კედლები, მერხები და გაკვეთილები არ არის, არამედ  ის გარემოა, სადაც უსმენენ, აფასებენ, ამხნევებენ და ყოველდღე რაღაც ახალს აღმოაჩენენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება