| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სკოლა აქტიურად ეხმაურება ისეთ სპორტულ ღონისძიებებს, როგორიცაა - ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული.
კვირეულმა სკოლაში სტარტი 21 სექტემბერს აიღო.
კვირეულის პირველ დღეს, შიდასასკოლო პირველობა ჩატარდა კალათბურთში. კვირეულის მეორე დღეს კი სკოლის ნორჩი ფეხბურთელები შეეჯიბრნენ ერთმანეთს მინიფეხბურთში.
კვირეულის სახით საქართველოს სკოლებში, სასწავლო პროცესის პარალელურად, ნამდვილი სპორტული დღესასწაული იმართება. პროექტის მთავარი მიზანია, სპორტი თითოეული ბავშვის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდეს.
ერკეთის საჯარო სკოლაში კი კვირეული გრძელდება და მოსწავლეებს არაერთ სახალისო სპორტულ აქტივობას ჰპირდება.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„დიდი მადლობა ბატონ ლევან გვეტაძეს ყურადღებისთვის“
დირექტორმა, ნარგიზ სამხარაძემ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ცოდნის, აღმოჩენების, ახალი გამოცდილებისა და წარმატების კიდევ ერთი წელი უსურვეს