| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
სკოლაში ახალი თაობის მიღება ყოველთვის დღესასწაულია. წელსაც, პირველკლასელთა დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ და პატარებს მოწესრიგებული და საზეიმოდ მორთულ-მოკაზმული სასკოლო სივრცე დაახვედრეს.
ახალ სასკოლო ფორმებში გამოწყობილ, თვალებგაბრწყინებულ მოსწავლეებს საკლასო ოთახში ახალგაზრდა მასწავლებელი მარეხი ვიბლიანი შეუძღვა. ცოდნის ტაძარში მეგზურობას მოსწავლეებს სწორედ ის გაუწევს და იზრუნებს არა მხოლოდ მათ უსაფრთხოებასა და სწავლა-განათლებაზე, არამედ მოტივაციასა და წახალისებაზე.
სკოლის დირექცია პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების დაწებას ულოცავს და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალებით სავსე სასკოლო ცხოვრებას ჰპირდება.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის დირექცია პირველკლასელებს სასკოლო ცხოვრების დაწებას ულოცავს