| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა.
15 სექტემბერი სკოლაში ყოველთვის დღესასწაულია. წელსაც, დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად იზრუნეს და მოწესრიგებულთან ერთად, საზეიმოდ მორთული სასკოლო სივრცე დაახვედრეს.
სკოლის დირექტორმა ნატალია გიგოლაშვილმა სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საინტერესო სიახლეებითა და გამარჯვებებით სავსე აკადემიური წელი უსურვა,
„ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო,
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
სკოლა ის ადგილია, სადაც ყოველი ახალი დღე ახალი ცოდნის, აღმოჩენებისა და მეგობრობის დასაწყისია. არ შეგეშინდეთ სიძნელეების - ყოველი გამოწვევა ახალი საფეხურია თქვენი განვითარების გზაზე.
დაე, ეს სასწავლო წელი ყოფილიყოს ნაყოფიერი, საინტერესო სიახლეებითა და გამარჯვებებით სავსე.
მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!“,- ვკითხულოთ დირექტორის მისალოც წერილში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა