სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წინ უამრავი ლამაზი დღე და გამარჯვება გველოდება!“ - ლეცავეს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
17-09-2026
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეცავეს საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

სკოლაში მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს მოწესრიგებული და საზეიმოდ მორთული სასკოლო სივრცე დაახვედრეს. დირექციამ და პედაგოგებმა მომავალი თაობა დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით მიიღეს და ცოდნის ტაძარში სიხარულით შეუძღვნენ

წინ კი მათ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალი ელოდებათ. 

სკოლის დირექტორმა გულნაზ ცაავამ ეს გამორჩეული დღე სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიულოცა და წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. 

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო!

ლეცავეს საჯარო სკოლა დიდი სიყვარულითა და სითბოთი გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

განსაკუთრებით მინდა მივმართო ჩვენს ძვირფას მოსწავლეებს - დღეს სკოლა ისევ ივსება თქვენი ღიმილით, ჟრიამულითა და ბავშვური სიხარულით. მიხარია თითოეული თქვენგანის დაბრუნება და მჯერა, რომ წინ კიდევ ერთი საინტერესო, წარმატებებითა და ლამაზი მოგონებებით სავსე წელი გველოდება.

ჩემო საყვარელო ბავშვებო, მინდა იცოდეთ, რომ თქვენთვის სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის. მინდა, აქ თავი იგრძნოთ უსაფრთხოდ, ბედნიერად, დაფასებულად და საყვარელ ადამიანებს შორის. არასოდეს შეგეშინდეთ შეცდომების - შეცდომა სწავლის ნაწილია. იოცნებეთ დიდზე, დაისახეთ მიზნები და ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის. მე კი, როგორც თქვენი სკოლის დირექტორი, ყოველთვის ვეცდები, თქვენს გვერდით ვიყო და თქვენი წარმატებები მთელი გულით გავიზიარო.

განსაკუთრებულად ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს!

ჩემო პატარებო, დღეს თქვენთვის სრულიად ახალი და მნიშვნელოვანი გზა იწყება. გისურვებთ, სკოლის პირველი დღე იყოს ბედნიერების, მეგობრობის, აღმოჩენებისა და უამრავი სასიამოვნო მოგონების დასაწყისი. მინდა, სკოლა შეგიყვარდეთ და ყოველი ახალი დილა სიხარულით მოიყვანოთ აქ. 

ძვირფასო მშობლებო, მადლობა ნდობისთვის. თქვენი შვილების აღზრდასა და განათლებაში ჩვენთან ერთად თქვენც უდიდეს როლს ასრულებთ. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით თითოეული ბავშვისთვის საუკეთესო გარემოს შევქმნით.

ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, გისურვებთ ძალას, მოთმინებას, პროფესიულ წარმატებასა და იმ სიხარულს, რომელსაც თქვენი მოსწავლეების თითოეული მიღწევა გვანიჭებს.

მინდა, ეს სასწავლო წელი ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლისთვის იყოს წარმატების, ახალი შესაძლებლობების, მეგობრობისა და ბედნიერი დღეების წელი.

გულით გილოცავთ! წინ უამრავი ლამაზი დღე და გამარჯვება გველოდება!  სიყვარულითა და პატივისცემით, ლეცავეს საჯარო სკოლის დირექტორი გულნაზ ცაავა“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

„ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, გისურვებთ ძალას, მოთმინებას, პროფესიულ წარმატებას“
 

„გილოცავთ და გისურვებთ საუკეთესო სტუდენტურ წლებს, წარმატებულ კარიერას და ბრწყინვალე მომავალს“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება