სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლის მოსწავლე ლუკა ლაზარაშვილი საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამით, აშშ-ში მიემგზავრება
31-07-2026
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ლაზარაშვილი საგანმანათლებლო-კულტურული გაცვლითი პროგრამის - FLEX-ის ფარგლებში ფარგლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი წლით საცხოვრებლად და სასწავლებლად გაემგზავრება. 

​FLEX-ის პროგრამა წარმატებულ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ამერიკულ სკოლაში ისწავლონ, იცხოვრონ მასპინძელ ოჯახში, გაიღრმაონ როგორც აკადემიური ცოდნა, ისე კულტურათაშორისი გამოცდილება.

სკოლის ადმინისტრაცია ლუკა ლაზარაშვილს ამ მნიშვნელოვან წარმატებას ულოცავს და უსურვებს საინტერესო, ნაყოფიერ და დაუვიწყარ წელს, ახალი ცოდნით, გამოცდილებითა და წარმატებებით სავსე მომავალს.

„ჩვენი სკოლის მოსწავლე ლუკა ლაზარაშვილი აშშ-ში საცხოვრებლად და სასწავლებლად ერთი წლით FLEX-ის პროგრამის ფარგლებში მიემგზავრება. ლუკა, ბედნიერი მომავალს გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ წელს აშშ-ში საცხოვრებლად და სასწავლებლად ერთი წლით, FLEX-ის პროგრამის ფარგლებში, 27 მოსწავლე მიემგზავრება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება