სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ყვირილას“ წარმატება მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში
27-07-2026
-
+


ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „ყვირილა“, რომლის წევრებიც აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან. 

კლუბი სასწავლო წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2026“. კლუბმა კონკურსის ფარგლებში არაერთი ეკოაქტივობა განახორციელა. 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას - CENN-ის  ორგანიზებულ კონკურსში.

გუნდმა მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში 150-ზე მეტი მრავალფეროვანი აქტივობა განახორციელა, რომლებიც მოიცავდა როგორც გარემოსდაცვით, ისე სოციალურ და საგანმანათლებლო ინიციატივებს:

მიზანი 6 და 13: აქტიურად ვიმუშავეთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე;

პატარა მეგობრები: ვიზრუნეთ უმცროსკლასელებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე;

გამწვანება და დასუფთავება: ნიკო კეცხოველის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ყოველი უთავბოლოდ მოჭრილი ხე დანაშაულია კაცთა მოდგმის წინაშე“ - მოსწავლეებმა უამრავი ნერგი დარგეს და იზრუნეს ბუნების დასუფთავებაზე;

პროფესიული შეხვედრები: მოეწყო საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან.

კონკურსის ნახევარფინალში კი სკოლამ წარადგინა პროექტი, რომელმაც ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

„ჩვენი პრეზენტაცია ნახევარფინალისტებს შორის საუკეთესოდ დასახელდა! თუმცა, ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად, სამწუხაროდ, სულ რაღაც 2 ქულა დაგვაკლდა.

ეს შედეგი ჩვენთვის მარცხი არ არის, პირიქით - ეს არის უდიდესი სტიმული და დადასტურება იმისა, რომ სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ გვჯერა, რომ პატარა ცვლილებებიც კი დიდ გარდატეხას იწვევს და ჩვენ ამ ცვლილებების ნაწილი ვართ! 

დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს ლია მუმლაძეს, თითოეულ ეკოკლუბელს და აქტივობებში ჩართულ მე-4 სკოლის სასკოლო საზოგადოებას თავდაუზოგავი შრომისა და ენთუზიაზმისთვის! 

უღრმესი მადლობა, სკოლის დირექტორს, ნინო შეყილაძეს, გვერდით დგომისთვის და მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება