სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

69-ე „ბოლო ზარი“ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში - სკოლიდან 8 კურსდამთავრებული დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
24-07-2026
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლამ წელს 69-ე თაობა გააცილა. 
 

სკოლის კედლებში კიდევ ერთხელ გაისმა „ბოლო ზარი“, რომელიც მოსწავლეებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას, ბავშვობის წლებთან გამოთხოვებას უკავშირდება.

წელს ხაჩკოვის საჯარო სკოლა 8 კურსდამთავრებულმა დაამთავრა.

სკოლის დამამათავრებელი ღონისძიება სავსე იყო ემოციებით, სითბოთი და მადლიერებით. კურსდამთავრებულებმა პედაგოგებსა და სკოლას გულწრფელი მადლობა გადაუხადეს ცოდნის გაზიარებისთვის, მხარდაჭერისა და იმ ღირებულებებისთვის, რაც სკოლაში შეიძინეს. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს იუმორისტული ნომრები, წაიკითხეს ლექსები და შემოქმედებითი გამოსვლებით გააცოცხლეს სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები. 

მე-12 კლასელთა კლასის ხელმძღვანელი იყო ასტხიკ ავეტიანი, რომელმაც მათი სასკოლო გზა დიდი პასუხისმგებლობითა წარმართა. აღზრდილებმა მას ამისთვის დიდი მადლობა გადაუხადეს. 

ბოლო ზარის ღონისძიებას კი ხელმძღვანელობდა ლიუბა ბულუდიანი.

ხაჩკოვის სკოლამ კიდევ ერთხელ გააცილა თავისი მოსწავლეები დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე და მათ წარმატებული, მიზნებითა და შესაძლებლობებით სავსე მომავალი უსურვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება