სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლამ იაპონიის ელჩს უმასპინძლა - მოსწავლე-მასწავლებლებმა მულტიკულტურული ფესტივალი მოაწყვეს
24-07-2026
-
+


დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლამ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, განსაკუთრებული პატივით უმასპონძლა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იშიძუკა ჰიდეკის და იაპონიის საელჩოს პირველ მდივანს. 

ღონისძიება სკოლის ინგლისური ენის პედაგოგისა და ტურიზმის კლუბის ხელმძღვანელის, ეკა სეფიაშვილის ორგანიზებით, უცხოური ენების კათედრის პედაგოგებთან თანამშრომლობით გაიმართა.

გაიმართა მულტიკულტურული ფესტივალი, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და ტრადიციები ერთ სივრცეში გააერთიანა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ხუთი ქვეყანა: საქართველო, იაპონია, სომხეთი, აზერბაიჯანი და საბერძნეთი. მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თითოეული ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, ეროვნული სამოსი, მუსიკა, ცეკვა და შემოქმედებითი პრეზენტაციები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - მალხაზ მერაბიშვილი და გელა სამუკაშვილი, ასევე, დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ქალბატონი მაკა ჯანაშვილი, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, კულტურის სამსახურის, მუზეუმის, ბიბლიოთეკის, პროფკავშირების, ლაგის ხელმძღვანელი, მედიის წარმომადგენლები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავება, ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის განმტკიცება, ასევე, ახალგაზრდებში გლობალური მოქალაქეობის ღირებულებების განვითარება. საფუძველი ჩაეყარა სამომავლო ინიციატივებს.

„სკოლის ადმინისტრაცია და ღონისძიების ორგანიზატორი განსაკუთრებულ მადლობას უხდის წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის დირექტორს, თეა სხირტლაძეს მასპინძლობისთვის, მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება