სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ასე სწავლა მართლაც სახალისოა!“ - საინტერესო ინტელექტუალური პროექტი ახმეტის N2 საჯარო სკოლაში
24-07-2026
-
+


ახმეტის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათ ინტელექტუალურ და ანალიტიკურ განვითარებას. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

სწორედ მოსწავლეთა კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებასა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარის წახალისებას ემსახურებოდა სკოლაში ჩატარებული ინტელექტუალური თამაში, რომელშიც მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

თამაში მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით წარიმართა. მე-9 კლასელებმა საინტერესო კოთხვებს წარმატებით გაართვეს თავი და ცოდნა გაიმდიდრეს. 

 „მთავარი გასაღები მე-9 კლასელების ხელშია! არსებობს პროექტები, რომელთა მასშტაბებსა და ემოციას სოციალური ქსელის ვერც პოსტი და ვერც ვიდეორგოლი ვერ დაიტევს... ეს უბრალოდ თავად უნდა გამოსცადო! უნდა ჩაერთო თამაშში და საკუთარ თავზე იგრძნო თუ როგორ ქმნის ლოგიკა, სწრაფი აზროვნება და გუნდური პრინციპი დიდ გამარჯვებას. პროექტის ფორმატიც ამას ითხოვს, მოსწავლეები გასცდნენ სტანდარტულ ჩარჩოებს, იპოვონ გამოსავალი იქ, სადაც რთული ჩანს და დაამტკიცონ, რომ შეუძლებელი არაფერია! ვამაყობთ, თითოეული მოსწავლის მიღწევით, მათი შემართებითა და იმ საოცარი ემოციებით, რაც ამ პროცესმა დაგვიტოვა.  ვიდეოში გთავაზობთ ფინალის მცირე კადრებს, თუმცა მთავარი სათქმელი მაინც ბავშვების ემოციებშია! ასე სწავლა მართლაც სახალისოა!“,- ვკითხილობთ სკოლის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში, რომელსაც ვიდეორგოლიც ახლავს. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება