სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბავშვთა კურნების რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში“ - შემეცნებითი პროექტი ​მაღრაანის საჯარო სკოლაში
24-07-2026
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საჯარო სკოლაში 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა. პედაგოგები სწავლებისას მიმართავდნენ სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს, მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი განათლება და წარმატებით მიაღწიეს ეროვნულ სასწავლო მიზნებს. მათ შორის, აღსანიშნავია, პროექტებით სწავლება, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.

მუსიკის ერთ-ერთ გაკვეთილზე კი მოსწავლეებმა საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ქართული ტრადიციები გააცოცხლეს.

პროექტის თემა იყო - ბავშვთა კურნების რიტუალები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანისა და არგოხის საჯარო სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ქართული ხალხური ტრადიციები, მათთან დაკავშირებული რიტუალები და მათი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა.

პროექტში მონაწილეობა მიიღო ექიმმა ეკა ონიკაძემ, რომელმაც პროფესიული გამოცდილების გაზიარებით სასწავლო პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადა. 

პროექტის ხელმძღვანელი მადლობას უხდის ყველას ვისაც პროექტის წარმატებით წარმართვაში მიუძღვის წვლილი. 

„დიდ მადლობას ვუხდი სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მშობლებს გვერდში დგომისათვის 

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მოწვეულ სტუმარს, არაჩვეულებრივ ადამიანს, ექიმს, ყველასათვის საყვარელ ქალბატონ - ეკა ონიკაძეს, რომელმაც დიდი გულისხმიერებითა და მაღალი პროფესიონალიზმით მიიღო მონაწილეობა დაგეგმილი ღონისძიების ეფექტურად წარმართვაში

და ბოლოს, მადლობა ჩვენს პატარებს, რომლებმაც თავისი აქტიურობით გაალამაზეს სასკოლო ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი დღე“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება