სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კუჭატნის საჯარო სკოლის პედაგოგები მასწავლებელთა მუნიციპალურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ 
23-07-2026
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით, კი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აზიარებენ ცოდნას და იძენენ ახალ გამოცდილებას.

4-5 ივნისს, ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ყვარლის ილია ჭავჭავაძის მუზეუმის დარბაზში მასწავლებელთა ტრადიციული კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში კუჭატნის საჯარო სკოლიდან მონაწილეობდნენ - ინგლისური ენის მასწავლებელი დიანა მიქაუტიძე და ფიზიკის ღვაწლმოსილი მასწავლებელი ნათელა ჩიტრეკაშვილი.

ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“ - საკითხი, რომელიც, როგორც კუჭატნის საჯარო სკოლაში აღნიშნავენ, დღეს თითოეული მასწავლებლისთვის განსაკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია.

როგორც სკოლის დირექტორი ნინო მელქოშვილი გვეუბნება, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას და სასწავლო პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვას.

„კონფერენცია საინტერესო პროფესიული გამოცდილების, იდეებისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარების შესაძლებლობა იყო.

კუჭატნის საჯარო სკოლა გულწრფელ მადლობას უხდის ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და მის ხელმძღვანელს, ქალბატონ ქეთევან ჭიპაშვილს, ღონისძიების ორგანიზებისა და პედაგოგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის.

გვიხარია, რომ ჩვენი სკოლის მასწავლებლები აქტიურად ერთვებიან პროფესიულ საქმიანობაში და მუდმივად ზრუნავენ ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებაზე“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება