| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გერმანელი მოსწავლეებს ჯარიმების გადახდა უწევთ სკოლის გაცდენისთვის - ოჯახი იხდის 2500 ევროს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯარიმა ეკისრება მათაც, ვინც არდადეგებს თვითნებურად გაიხანგრძლივებს.
გერმანიაში განათლების მიღება სავალდებულოა 6-დან 16 წლამდე პირებისთვის, ხოლო საპატიო მიზეზის გარეშე გაკვეთილების გაცდენა სერიოზულ დარღვევად მიიჩნევა. აღმზრდელობითი მეთოდების გამოყენების პარალელურად, ასეთი ბავშვებისთვის მოქმედებს ადმინისტრაციული ჯარიმები და თუ საყვედური არაეფექტური აღმოჩნდება, სასამართლოს შეუძლია დააწესოს ფულადი ჯარიმა, რომლის ოდენობაც ზოგიერთ ფედერალურ მიწაზე 2500 ევრომდე აღწევს.
ჯარიმა ემუქრება არა მხოლოდ მას, ვინც სისტემატურად აცდენს სკოლას სასწავლო წლის განმავლობაში, არამედ მათაც, ვინ გადაწყვეტს გაიხანგრძლივოს არდადეგები თვითნებურად - ასეთ შემთხვევაში ოჯახი თითო გაცდენილ დღეზე იძულებულია გადაიხადოს 1000 ევრო.
სკოლას შეუძლია მისცეს მოსწავლეს დამატებითი დასვენების დღე, თუ ამის მიზეზი არსებობს, თუმცა არსებული ინფორმაციით, მხოლოდ გასულ სასწავლო წელს, დაახლოებით 2000 მოსწავლეს მოუწია საჯარიმო თანხის გადახდა სკოლის გაცდენისთვის.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი